EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« წერეთელევო სოფელი ბულგარეთში, რომელიც პლოვდივის მხარეშია »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Nisa

თარიღი: 2022-02-13 00:01:12

წერეთელევო სოფელი ბულგარეთში, რომელიც პლოვდივის მხარეშია

tseretlevo

“წერეთელევო” ეს არის სოფელი ბულგარეთში რომელიც პლოვდივის მხარეშია და სიედინენიეს სათემოს ეკუთვნის. სოფელში ამჟამად 355 ადამიანი ცხოვრობს. სოფელს ძველად დუმანლი ერქვა, თუმცა 1930 წელს მცხოვრებლებმა მიმართეს მეფე ბორისს თხოვნით სოფლისათვის ქართველი თავადისა და დიპლომატის ალექსი ნიკოლოზის ძე წერეთლის სახელი (1848-1883) ეწოდებინათ. ალექსი ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის ბიძაშვილი იყო.  28 წლის ალექსი  რუსეთის ვიცე–კონსულად დაინიშნა  ბულგარეთში. იგი 1876 წლის 5 ივნისს ჩავიდა პლოვდივში და ამ დროიდან მოყოლებული მის ხელთ არსებული ყველა  საშუალებით იცავდა ბულგარელი ხალხი ინტერესებს. იგი შედიოდა თურქების მიერ ბულგარეთში ჩადენილ ბოროტმოქმედებათა საკვლევ კომისიაში. ბულგარეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად  პლოვდივიდან გაემგზავრა და პირადად ინახულა ბულგარელებით დასახლებული სოფლები. მდგომარეობა უმძიმესი იყო, ბულგარელები  ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ – სადამსჯელო ექსპედიციებს გადარჩენილებს შიმშილით სიკვდილი ელოდათ. მან ბულგარეთში დაარსა უცხოელთა საქველმოქმედო საზოგადოება, რომელშიც ჩაებნენ რიგი დასავლეთის სახელმწიფოების კონსულები. საქველმოქმედო საზოგადოების ძალისხმევით დაარსდა თავშესაფარი ასი ქვრივისა და ობლისათვის. ალექსი წერეთლის მიერ შეგროვებული ცნობებით მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ბულგარეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და თურქთა ბარბაროსობა. იგი იყო ბულგარეთის ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრე და თავგამოდებული დამცველი. 1876 წელს ამერიკელ დიპლომატთან ევგენი შუილერთან ერთად დაამუშავა პროექტი ბულგარეთის ავტონომიისათვის და წარადგინა სტამბოლის კონფერენციაზე. სოფელ წერეთელევოში მცხოვრებ უხუცესებს დღესაც ახსოვთ ქართველი თავადის დამსახურებანი, 2007 წელს ბულგარეთში ექსპედიციის დროს სტუდიან ივანოვისაგან ასეთი მოგონება ჩავიწერეთ “რუსეთ_თურქეთის ომის დროს თავადი წერეთელი ქალაქ პლოვდივში საკონსულოში მუშაობდა, მაშინ ძალიან მძიმე დრო იდგა, 1876 წელი იყო და ბულგარეთში ოსმალთა წინააღმდეგ საერთო სახალხო აჯანყება დაიწყო, ეს სოფელი აჯანყების ეპიცენტრად იქცა, სწორედ აქ დააპატიმრეს ჩვენი გმირი ლევსკი, შეთქმული თავადის ქალები, ჩვეულებრივი ხალხი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ყველა მათგანს წამებით სიკვდილი ელოდა, თუმცა დატყვებულებს პლოვდივიდან თავადი წერეთელი გამოესარჩლა, მისმა ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა ნიჭმა ოსმალი დამპყრობლები მოალბო, წერეთელმა ყველა ბულგარელის დახსნა და უსაფრთხო ადგილებში გახიზვნა შეძლო”… შეიძლება ითქვას, რომ სხვისი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი შორეული ბალკანეთიდან საკუთარ სამშობლოსაც გამოადგა, ის იყო ერთადერთი ჩვენებური რომელიც ორ უზარმაზარ იმპერიას რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული სან-სტეფანოს ზავის შემუშავებაში მონაწილეობდა, ხელშეკრულების ტექსტმა უშუალოდ წერეთლის ხელში გაიარა. ზავმა კი საქართველოს უდიდესი წარმატება მოუტანა, 300 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედა სამშობლოს აჭარა, ართვინი და არდაგანი დაუბრუნდა. დანარჩენი ჩემს წიგნში: "ქართველები მსოფლიო ისტორიაში". ტომი 1
 
გიორგი კალანდია