EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ორი ებრაული ანდაზა, რომლებიც დაგაფიქრებთ »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: Demi

თარიღი: 2022-06-19 13:31:09

ორი ებრაული ანდაზა, რომლებიც დაგაფიქრებთ

Wise-Juish

1. ბედნიერებას სიჩუმე უყვარს
ყველა ოჯახს თავისი ტრადიციები და შეხედულებები აქვს. სასიამოვნო დღეებთან ერთად, შესაძლოა ბევრი კონფლიქტური სიტუაციაც შეიქმნას. მაგრამ, როგორც ამბობენ, "არ არის საჭირო ბინძური თეთრეულის საჯაროდ
 
გადმოფენა". ჰარმონიისა და ბედნიერების მთავარი ნიშანი ვინმესთვის რაიმეს დამტკიცების საჭიროების არარსებობაა. არ არის საჭირო იჩქაროთ, რომ "მთელ მსოფლიოს" მოუყვეთ თქვენი გამარჯვებების, ბედნიერების შესახებ. შესაძლოა, გიყვართ, როდესაც გაქებენ და ფიქრობთ, რომ გულწრფელად იზიარებენ თქვენს ბედნიერებას, მაგრამ აქაც ფრთხილად უნდა იყოთ და დააკვირდეთ, რას ამბობთ. ასევე, ნუ იჩქარებთ პრობლემებზე, წარუმატებლობებზე მუდმივ ჩივილს. სულ გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, თქვენ გარშემო არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენს მარცხს ელოდებიან. ასეთი ტიპის ხალხი სინანულს გამოხატავენ, დამწუხრებულ სახეს მიიღებენ, მაგრამ გულის სიღრმეში თქვენი წარუმატებლობა გაუხარდებათ. ამიტომაც, კიდევ ერთხელ, კარგად დაფიქრდით, ვისთან რას საუბრობთ და გახსოვდეთ, რომ ბედნიერებასაც და წარუმატებლობასაც სიჩუმე უყვარს.
 
2. დუმილი ოქროა!
ასევე, ზედმეტად ნუ ისაუბრებთ თქვენს მიზნებსა და ცხოვრებისეულ გეგმებზე. თუ დიდი სურვილი გაქვთ, რომ რაღაც გააკეთოთ, შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, წინასწარ ხმამაღლა ნუ ისაუბრებთ. არ არის საჭირო, საქმის კურსში ჩააყენოთ ყველა, ვისაც იცნობთ. არ დაგავიწყდეთ, თქვენ გარშემო, უამრავი "ქამელეონი" მეგობარია და ბევრსაც შეშურდება. როცა მათთან აღფრთოვანებული დაიწყებთ საკუთარ გეგმებზე საუბარს, ეცდებიან, რაღაცებში დაგაეჭვონ, მოტივაცია დაგაკარგვინონ და მხარდაჭერის ნაცვლად, უარყოფითი განცდა გაგიჩინონ და საბოლოოდ, უარი გათქმევინონ იმ განზრახვაზე, რომელსაც მართლა შეეძლო თქვენი ცხოვრების შეცვლა. მოკლე დასკვნა კი ასეთია - სანამ რამეს იტყვით, ბევრჯერ უნდა დაფიქრდეთ და ყველაფერი აწონ-დაწონოთ. გახსოვდეთ, რომ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.