EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ვახუშტი ბატონიშვილი გურიას ასე აგვიღწერს და ამბობს ,რომ გურულები საუბრობდნენ ქართულად »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Tea Sikharulidze

თარიღი: 2022-09-30 15:35:18

ვახუშტი ბატონიშვილი გურიას ასე აგვიღწერს და ამბობს ,რომ გურულები საუბრობდნენ ქართულად

Georgia-map

„ხოლო გურია არა წილი ეგროსისა არს, არამედ ქართლოსისა, გარნა ოდეს გამეფდა ლეონ აფხაზთა, მაშინ ამათ არღარა ინებეს მორჩილება ოძრახოს ერისთავისა, რომელნი იყვნენ ძენი სტეფანოზ ბაგრატიონისანი, ადარნასე და ძე მისი აშოტ ამათგან განდგნენ და მიერთმნენ ლეონს, ვითარცა სახელი აცხადებს: „გურიობით განდგომილნი“, და ენა მათი, რომელსა უბნობენ — მესხური და არა იმერთაებრ. არამედ მზღვრის ამ გურიას: აღმოსავლით მთა ფარსათი, სამცხე-გურიას შორისი და საჯავახოს შორისი; სამჴრით — ჭოროხის მდინარე და მთა მცირე ფარსათიდამ ჩამოსული დასავლით, აჭარა-გურიას შორისი, ჩრდილოთ — რიონი, გურია-ოდიშს შორისი, და დასავლით — შავი ზღვა...
მესხები, იგივე მუშქები ( ბიბლიაში მოხსენიებული,როგორც : "მეშეხ" ) უძველესი ქართული ტომი იყო  სამხრეთ დასავლეთ საქართველოში,რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და შექმნეს  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მთელი მისი დიდებით.
მარტო დავით აღმაშენებელი და შოთა რუსთაველია საკმარისი მესხების ღვაწლის განსასაზღვრად ქართველი ერის წინაშე.
ვახუშტი ბაგრატიონი ამბობდა: 
" აქ ოდიდგანვე ჟღერდა სიტყვა ქართველი რუსთაველისა".
მოსე ჯანაშვილი:
„მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის.
მოსე ჯანაშვილი:
"მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა".
ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე იყო სხვა და სხვა დროს : დიაოხი,ტაო კლარჯეთი,სამცხე, სპრეი.კ ო ლ ა.( სადაც ჯავახიშვილის აზრით კოლხას პირველი ცენტრი არსებობდა).
ძველი პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით.ამ  ტომთაგან             გამოირჩეოდნენ :  ზიდრიტები, ტიბერანები, მარები,ხალიბები,მაკრონები,აბაზგები,სანიგები,აფშილები...ოცზე მეტი კოლხური ტომი არსებობდა,მათგან ერთ ერთი და პირველები სვანები იყვნენ,რომლებიც მთელს დასავლეთ საქართველოზე ბატონობდნენ  ეგრისის სამეფოს შექმნამდე,ამას ადასტურებს  უამრავი სვანური ტოპონიმის დასახელებაა მთელს დასავლეთ საქართველოში...
ფლავიუს არეანეს რუკას თუ  დავაკვირდებით იმ დროინდელი გურია  ზიდრიტების  და ლაზების განთავსების ადგილიც ყოფილა ...
 ლაზეთის სამეფოს დაშლის შემდეგ გურიას  ჭოროხიდან რიონამდე ტერიტორია ერგო,რაც დროთა განმავლობაში შეიცვალა და შემცირდა. ბატონიშვილიც იგივეს აღწერს,რომ გურიას ეკავა ჭოროხიდან რიონამდე ტერიტორია ამგვარად ოზურგეთის,ლანჩხუთის და ჩოხატაურის გარდა გურიას ეკუთვნოდა: ბათუმი,ჩაქვი,ქობულეთი,ფოთი,ხობის,სენაკის და აბაშის ზოგიერთი ადგილებიც  რიონს აქეთ ...სხვათა შორის გულეიკარის ნამოსახლარი,რომელიც დღეს აბაშის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მისგან 42 კმით არის დაშორებული,,ლანჩხუთიდან სულ რაღაც 2 კმია და რიონის მარცხენა სანაპიროა,აქ მეცნიერების აზრით მედეას და აიეტის სამოსახლო იყო ...,
გურია გეოგრაფიულად გაერთიანებული კოლხეთის სამეფოს შუაგული იყო, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ამიტომაც ეწოდა ზანურად  : გურია ანუ გული.თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც,,რომ სახელწოდება გურია შუმერებიდან მოდის  " კურიანი" იგივე" გურიანი" .ასევე ბატონიშვილის ვერსიაც არსებობს : "გურიობით განდგომილნი" 
რომ შევაჯამოთ გურული სისხლი ერთად აერთიანებს : ძირძველ კოლხსაც ,ძირძველ ლაზსაც და ძირძველ  მესხსაც.
 საიდანაც  არ უნდა მივუდგეთ ,ისევე როგორც მთელ საქართველოს საუკეთესო  ფესვები გვაქვს:ძვ. კოლხური- ძვ.ლაზური - ძვ მესხური ვერც კი იტყვით,რომელი რომელს  ჯობია.
მიყვარხართ და მეამაყებით სრულიად  საქართველოსთან ერთად.