EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2022-12-15 20:29:16

სახლი, რომელიც ფილარმონიის მშენებლობას შეეწირა

Town-Tbilisi-Houses

გურამ თიკანაძის ფოტო.
XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს თბილისში დიდი საკონცერტო დარბაზის აუცილებლობის საკითხი წამოიჭრა. ის ქალაქის ცენტრალურ ადგილას უნდა აეგოთ, რომ მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი ყოფილიყო თბილისის ყველა უბნისათვის. იმ დროს ლენინისა (ახლანდელი კოსტავას ქუჩა) და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ერთი ქონგურებიანი, ძველი ქართული ციხესიმაგრის მსგავსი გრძელი, სამსართულიანი, 1928 წელს აშენებული სახლი იდგა.
როცა ამ ადგილას საკონცერტო დარბაზის მშენებლობის საკითხი გადაწყდა, მობინადრეების გამოსახლება დაიწყეს. თბილისში ამბობენ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ღამ-ღამობით მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა სინათლე. იქ მცხოვრები სანდრო ელიაძე დიდი ხნის განმავლობაში არ ტოვებდა ბინას, მაგრამ სხვა გამოსავალი რომ არ იყო, ბოლოს მაინც დანებდა.
შენობა დაანგრიეს და მის გარშემო ტერიტორია გაწმინდეს. ახლა რთულად ამოსაცნობია და მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი ის ქუჩა და სახლი, სადაც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ფილარმონიის მშენებლობა დაიწყეს....
წყარო,ტექსტი ანა კალანდაძის
ჟურნალი ''რეიტინგიდან''
 
გურამ თიკანაძის ფოტო. Alexander Saralidze-გან