EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ქართველთა წინაპარი ხალხის: ხათების, ხურიტ-სუბარების, კარდუხების შესახებ »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: NiNa

თარიღი: 2023-01-28 13:58:55

ქართველთა წინაპარი ხალხის: ხათების, ხურიტ-სუბარების, კარდუხების შესახებ

საქართველოს-ძველი-რუკა

საბჭოთა ეპოქაში ტაბუირების მიზეზების, მცირე მიმოხილვა
ხათები პროტო-ქართული ტომები იყვნენ, რომლებიც პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულნი არიან, ჯერ კიდეც ძვ. წ. XXIII საუკუნეში სარგონ აქადის ქრონიკებში. ისინი განსახლებულნი იყვნენ კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიებზე. ხატებმა სათავე დაუდეს აგრეთვე შემდეგ მოხსენიებულ ტაბალებსა (თუბალი) და მუშკებს (მუსკები, მესხები). ხატურ-მესხურმა ტომებმა თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მოიტანეს ტოპონიმები: მხარე მეს-ხეთი, ქ. მც-ხეთა. ტოპონიმ მეს-ხეთადან, ტრანსფორმაციის შედეგად მივიღეთ ქ. მც-ხეთას სახელი. ხატების ქვეყანაში, ძველი ხათების ნაწილი, შემდგომში ასიმილირებულნი იქნენ, მოსული ინდო-ევროპელი ხალხების მიერ, ძვ.წ. XVI საუკუნეში დასრულდა ხათის სახელმწიფოს არსებობაც და მის ადგილზე წარმოიქმნა ხეთების იმპერია.
მითანის სამეფო, არსებობდა ძვ. წ. XVI-XIII საუკუნეებში. მანამდე ძვ. წ. III-II ათასწლეულების, ეგვიპტურ და ძველ აღმოსავლურ: აქადურ, ასურულ და უგარითულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ, სუბართუს ტერიტორიების შემადგენლობაში შედიოდა. აქადელები და ასურელები, მათგან ჩრდილოეთით მდებარე, ხურიტებით დასახლებულ ვრცელ ტერიტორიებს, სუბართუს სახელით მოიხსენიებდნენ. სუბართუს ტერიტორიაზე, სუბარების ტომები იგივე ხურიტული ტომები ანუ ხურიტ-სუბარები ცხოვრობდნენ. მითანის სახელმწიფო, პროტო-ქართული ტომების ხურიტ-სუბარებისა და კარდუხების ასევე უდიდესს ტომობრივ გაერთიანებას წაროადგენდა. დროთა განმავლობაში, პროტო-ქართული უძველესი სახელმწიფოების: სუბართუს, მითანის, ნაირის, ურარტუს და დიაოხის დაშლის შემდგომ, ხურიტ-სუბარების, ასევე კარდუხების ტომების ნაწილმა და შესაბამისად მათმა პოლიტიკურმა ცენტრებმა, ჩრდილოეთისკენ გადმოინაცვლეს. სუბართუს, სუბერის ტომებმა უშუალოდ დასაბამი დაუდეს შემდგომდროინდელ იბერების ტომების ეთნიკურ დასახელებას. სუბარები, სუბერები შემდგომ იბერები გახდნენ და სუბარები უკვე იბერებად მოიხსენიებოდა. შემდგომ მათ გამო, აღმოსავლეთ და მთელ საქართველოსაც იბერიას უწოდებდნენ.
მითანის ქვეყნის ჩრდილოეთით და კოლხების (იგივე ხურიტები) სამხრეთით ასევე ცხოვრებდნენ პროტო-ქართული ხურიტული ტომები. მათ შემდგომ სათავე დაუდეს ხურიტული ტომების მიერ შექმნილ ქვეყანას გურიანას. გურიანა იგივე ჰურიანი, კურიანი, ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც ქვეყანა გურიანა. მდინარე მტკვრის ანტიკური სახელწოდება კურა, მომდინარეობს კურიანიდან. გურიანა პროტო-ქართული ხურიტული ტომების მიერ შექმნილი სახელმწიფო იყო. ამ ტომების პოლიტიკურმა ცენტრებმა შემგომ, ასევე ჩრდილოეთით გადმოინაცლეს და გაცილებით გვიან სახელი დაუდეს გურიის მხარის ტოპონიმს. გურიანას ქვეყანა, რომელიც შემდგომ ქართულ წყაროებში ახ. წ. VIII საუკუნიდან მოიხსენიება, როგორც ტოპონიმი გურია.
ხურიტებმა სახელი მისცეს შემდგომდროინდელ გურ-გებს და ქვეყნის სახელს გურგიას, რომელთაც შემდგომ სპარსელებმა გურ-ჯია უწოდეს, ასურელებმა გურ-ზაან, ბერძნებმა გეორგია. ხურიტებისგან მოდის ტოპონიმი გურია, გეოგრაფიული სახელი გურჯაანი, გური (ხური) და ური შემონახულია ხევსურში ანუ ხევის ხური, ხევის-ური, ხევსური. კატეგორიულად არ არის სწორი მოსაზრება, რომ თითქოს ბერძნება, მიწადმოქმედი ქვეყნის გამო უწოდეს მათვის უკვე ადრიდანვე ცნობილ ქვეყანას ანუ კოლხეთს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილს შემდგომ ისედაც იბერიას ეძახდნენ, ახალი სახელი გეორ-გია. ადრინდელი ეს მოსაზრება, თავიდანვე არასწორი იყო და შემდგომაც კი, ესეც იყო, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ, ისტორიის გაყალბებისა და ქართველთა უძველესი ისტორიის დაკნინების და გაუბრალოების მცდელობა. რადგანაც ძალიან არ უნდოდათ, წინა აზიის ყველაზე უძველესი კულტურული ხალხებისა და ტომების ხურიტების, იგივე ხურიტ-სუბარების თანამედროვე ქართველების წინაპრებად აღიარება.
ასევე მოხდა კარდუხების ტომების შემთხვევაშიც, ივანე ჯავახიშვილი ტოპონიმ საქართველოს, ეთნონიმებს: ქართველს, ქართლს, ქართლელებს, პირდაპირ უკავშირებდა კარდუხების ტომებს. მისი აზრით ტერმინ კარდუხიდან მივიღეთ ქართუ, ქართუ-ელი და საქართველო. ქართველთა უშუალო წინაპრებმა კარდუხების ტომებმა დაუდეს სათავე ტერმინებს: კარდუ-ხი, კარდუ, ქართუ, ქართუ-ელი, ქართები, ქართლი, საქართველო.
ივანე ჯავახიშვილის სიკვდილის შემდგომ პერიოდში, საბჭოთა იმპერიული მთავრობის დაკვეთით, უარყოფილი და გაყალბებული იქნა, ჯავახიშვილის ეს სწორი მოსაზრება. მათ გააბატონეს, გიორგი მელიქიშვილის ახალი მცდარი თეორია, ტოპონიმ და ეთნონიმ ქართუს წარმოშობის შესახებ. ტოტალიტარული იმპერიული რეჟიმის მიერ, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, ქართველებისათვის არასრულფასოვნების კომპლექსის ჩანერგვის მიზნით. ამიტომაც არ უნდოდათ, უძველესი ისტორიის მქონე ხალხებისა და ხალხის, კარდუხების (იგივე ხურიტ-სუბარების) ქართველთა უშუალო უძველესს წინაპრებად გამოცხადება. საბჭოთა იმპერიული მთავრობა, ამიტომაც მიმართავდა თანამედროვე ქართველთა წინაპარი უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ტომების ისტორიის დაკნინებისა და ტაბუირების აშკარა მცდელობას. ამიტომაც თანამედროვე ქართველ ხალხს არ აკავშირებდნენ, თავიანთ წინაპრებთან: ხატებთან, ტაბალებთან (ბიბლიური თუბალი), მუსკებთან (ბიბლიური მეშექი, იგივე მესხები), კარდუხებთან (კარდუხი, ქართუ, იგივე ქართები), ხურიტებთან (გურიანა, გურგია, იგივე გეორგია), სუბართუსთან (სუბარები, სუბერები, იგივე იბერები).
ნაწილობრივ ხდებოდა იმის აღიარება, რომ დიაოხი ქართული ტომების მიერ შექმნილი სახელმწიფო, რომ იყო, თუმცა მათ ჩვენს უშუალო წინაპრებად თითქმის არ აღიარებდნენ. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულ უძველესს კოლხეთს კი, მხოლოდ მითოლოგიურ დონეზე განიხილავდნენ, საქართველოს ისტორიას კი ურარტუს დაშლის შემდგომ: ახალი კოლხეთით, იბერიით და ქართლით იწყებდნენ. ფაქტიურად ამით, ქართველი ხალხის უძველესი ისტორიის ორიათასწლოვანი ეპოქის ტაბუირებას ეწეოდნენ.
ამავე პერიოდში საბჭოთა მთავრობამ, გიორგი მელიქიშვილი თავისი უპრინციპო და იმპერიის მიზანმიმართული პოლიტიკისადმი, მორჩილი პოზიციების გამო, საქართველოს ისტორიული საზოგადოების მთავარ ხელმძღვანელად და კურატორად დანიშნა. სწორედ ყოველივე ამის გამოც, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის და სხვათა კონცეფციები, ქართველი ხალხის, მცირე აზიის, წინა აზიის და ახლო აღმოსავლეთის, უძველესი კულტურული ისტორიის მქონე ხალხების: ხატების, სუბართელების, მითანელების, ნაირის, ურარტელების, ასევე ტაბალების, მესხების, ხურიტების, სუბარების, კარდუხების და სხვათა მიმართ მემკვიდრეობის შესახებ, დაწუნებული იქნა და არადამაჯერებლად გამოცხადდა. რადგანაც ქართველი ხალხის ისტორიას, ფაქტიურად მხოლოდ თანამედროვე განსახლების არეალით იწყებდნენ და ანგარიშს არ უწევდნენ იმას, რომ ზემოთ აღნიშნულ მეცნიერთა კონცეფციით, ჩვენი უშუალო წინაპრები, ერთ დროს უფრო ფართო ტერიტორიებზე იყვნენ განფენილნი და შემდგომ თანდათან მოხდა მათი რაღაც ნაწილის, სამხრეთ კავკასიისკენ მიგრაცია და დღევანდელ საქართველოს ტერიტორიებზე, ოდითგანვე მცხოვრებ პროტო-ქართულ ტომებთან შემოერთება.