EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« საკვები პროდუქტები, რომელის მიღებაც სექსის წინ არაა სასურველი »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2023-03-04 14:50:25

საკვები პროდუქტები, რომელის მიღებაც სექსის წინ არაა სასურველი

how-to-beg-for-sex

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ კარგი სექსისთვის მხოლოდ შესაფერისი პარტნიორის ყოლა საკმარისია, თუმცა ეს შეცდომაა. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც კარგი სექსისთვის არის საჭირო, საკვები გახლავთ.
 
ოდითგანვე ცნობილია, რომ კვების სწორი რეჟიმი ჯანმრთელობის საწინდარია. ცნობილია ასევე ისიც, რომ სწორი კვება ამაღლებს იმუნურ სისტემას და ადამიანს რიგი დაავადებებისგან იცავს. სექსსა და სწორ კვებას შორისაც იგივე ურთიერთმიმართება არსებობს: მანამდე, სანამ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობით დავკავდებოდეთ, ზუსტად განსაზღვრული საკვები პროდუქტები უნდა შევარჩიოთ, ხოლო რიგ საკვებ პროდუქტებს თავი უნდა ავარიდოთ.
 
მაგალითად სატაცური, მარწყვი, თაფლი, ცხარე სუნელები, დარიჩინი და ვანილი აფროდიზიაკებია, რომლებიც ამაღლებს ლიბიდოს და ორგაზმის მიღწევაში გვეხმარება. ხოლო ზოგიერთი პროდუქტი ლიბიდოს პირიქით აქვეითებს და სექსს სატანჯველად აქცევს. ამ სტატიაში მსგავს პროდუქტებზე გვექნება საუბარი:
 
1. წითელი ხორცი: მითუმეტეს, თუ წითელი ხორცი ცხენისაა ან ვირის (რაც საქართველოში იშვიათობა ნამდვილად არ გახლავთ).
 
წითელი ხორცი ადამიანს ღლის და რადგან რთული მოსანელებელია, ენერგიასაც გვართმევს.
 
2. ცხიმიანი კერძები: კარტოფილ ფრის, პიცას და ყველს შეუძლია მუცელი გაგიბეროთ და სასქესო ორგანოების სისხლით მიმარაგებაც შეაფერხოს თქვენს სხეულში.
 
3. ქინაქინას შემცველი სასმელები: მათ შორისაა ჯინტონიკი და ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელი. ქინაქინა მამაკაცებში ნაყოფიერებას აქვეითებს.
 
4 ტოფუ: ეს პროდუქტი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რაც სხეულში ესტროგენის დონეს ამაღლებს და ვნებას აცხრობს.
 
5. მარცვლეული საკვები: მუხუდო, ოსპი და ლობიო. მათ შეუძლიათ უსიამოვნოდ გაგიბეროთ მუცელი.
 
6. შვრიის ფაფა: შვრია სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რასაც შეუძლია დაღლილობა მოგგვაროთ.
 
7. მენთოლის შემცველი საკვები პროდუქტები: ყველა მსგავსი პროდუქტი ტესტოსტერონის გამოყოფას ამცირებს, რაც ლიბიდოს შემცირებასაც ნიშნავს.