EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« აშშ-სგან ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის თანახმად უკრაინას 4 ერთეული M7 Bfist/ M7 Bradley გადაეცემათ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2023-03-04 15:06:03

M7 BFIST-ი- იგივე M7 Bradley წარმოადგენს სადაზვერვო/სადამკირვებლო ჯავშანმანქანას, რომელიც

M7-BFIST

M7 BFIST-ი- იგივე M7 Bradley  წარმოადგენს  სადაზვერვო/სადამკირვებლო ჯავშანმანქანას , რომელიც M2A2 Bradley -ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბაზაზე აწყობილი. 
 აღნიშნული ჯავშანმანქანა Bradley-ის მსგავსია, თუმცა, მას  TOW-2-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსის გამშვები ბლოკის ადგილას ფართო დისტანციაზე  მოქმედი  მანძილმზომი აღჭურვილობა და  სენსორები აქვს დაყენებული. აღნიშნულ ჯავშანმანქანას შესაბამისი სისტემათა დამსახურებით მიზნის დაფიქსირება 20კმ-ის რადიუსში შეუძლია, რომლის შემდეგაც მას შეუძლია  დაფიქსირებული სამიზნის გასანადგურებლად გამოიძახოს არტილერია- მიუთითოს  კოორდინატები მათ, რომლის გასანეიტრალებლად გამოყენებული იქნება მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა. სამიზნის გამიზვნა ხორციელდება უშუალოდ M7 BFIST-ში არსებული შესაბამისი აღჭურვილობიდან 
 
M7-Bradley
 
 M7 Bfist-ში არსებული ლაზერული მანძილმზომი უზუსტეს ინფორმაციას ადგენს თუ რა მანძილზეა სამიზნე, რაშიც მას დამატებითი სენსორებიც ეხმარება. აღნიშნული მოწყობილობათა  ღილაკებზე თითის დაჭერით ის გამოთვლის პოტენციური სამიზნის კოორდინატებს.  ჯავშანმანქანა აღჭურვილია ბრძოლის ველის ციფრული მართვის სისტემით, რაც მეთაურს აძლევს საშუალებას საბრძოლო მოქმედებათა ველზე ერთდროულად მონიშნული ჰქონდეს და თვალი ადევნოს მტრის, ასევე  თანამებრძოლთა ობიექტებს ( ჯავშანტექნიკას , ქვეით მებრძოლებს). აღნიშნული სისტემის წყალობით ჯავშანმანქანის  ეკიპაჟი ციფრულ რუკებზე მუდმივად ინფორმირებულია  თანამებრძოლთა ჯავშანტექნიკის გადაადგილების მიმართულებათა შესახებ- მუდმივად იცის ეკიპაჟმა,  თუ სად მდებარებს მათ ქვედანაყოფში შემავალი ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, თუ პოტენციური სამიზნეები. ბრძოლის მენეჯმეტის ციფრული სისტემის წყალობით   M7 Bfist-ს შეუძლია საარტილერიო ცეცხლის გამოძახება,  რა დროსაც მას 20 კმ მანძილამდე შეუძლია გამიზნოს ლაზერით მართვადი საბრძოლო მასალა პოტენციურ სამიზნეზე.  M7 Bradley  აღჭურვილია თანამედროვე GPS ნავიგაციით . 
 ტექნიკური მახასიათებლები- 
წონა-33ტ
სიჩქარე- 61კმ/სთ
ეკიპაჟი- 4 კაცი- მეთაური, მსროლელი, მძღოლი და მზვერავი, რომელსაც  ოპტიკურ-ეელქტრონული სამიზნით, მანძილმზომით  20 კმ მანძილამდე შეეძლება სამიზნის დაფიქსირება. 
შეიარაღება- 25მმ-იანი BUSHMASTER-ის ქვემეხი - 900 ერთეული მსხვრევად-ფუგასური და ჯავშანგამტანი ჭურვით + შეწყვილებეული 7.62მმ-იანი ტყვიამფრქვევი ( 2 200 ვაზნით) 
ჯავშანი- შუბლა ჯავშანი 30მმ-იანი ჭურვების მოხვედრას უძლებს- ბორტებზე კი 14,.5 მმ-იანი საბრძოლო მასალის. ჩამოსაკიდი რეაქტიული ჯავშნით მისი სრული დაცვა 30მმ-იანი ჭურვების მოხვედრისგან დაცვა იქნება.