EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« ცხოვრება ინფარქტის შემდეგ »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2023-03-06 14:13:05

ცხოვრება ინფარქტის შემდეგ

Heart-damage

მიუხედავად კარდიოლოგიის გრანდიოზული მიღწევებისა, მიოკარდიუმის ინფარქტი დაავადებებს შორის კვლავ ნომერ პირველ მკვლელად რჩება, რადგან იგი თავს უეცრად და მუხანათურად გვესხმის. გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას მრავალი ჩვენგანი იცნობს: ხან სამსახურში შეგვხდება უსიამოვნება, ხან სტუმრად შემოვრჩებით გვიანობამდე, მეორე დილით კი ღვიძლთან ერთად ვეღარც ჩვენი დაუღალავი გული უმკლავდება თავის სამუშაოს. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება ყოველდღიურად შეგვახსენებს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო და უფრო იმატებს, მაგრამ უბრალო ადამიანებს ეს არ გვაღელვებს, სანამ პრობლემა უშუალოდ არ შეგვეხება. ხშირად წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ მიკროინფარქტი (ზოგჯერ - რამდენიმეც კი) გადავიტანეთ. რედაქციაში უამრავი წერილი მოდის - გვეკითხებიან, როგორ იცხოვრონ ინფარქტის შემდეგ. აი ერთ-ერთი წერილი:
ჩემმა მეუღლემ რამდენიმე თვის წინ გულის კუნთის ინფარქტი გადაიტანა. გთხოვთ გვიპასუხოთ: აუცილებელია თუ არა წამლების მუდმივად სმა? როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი? აკრძალულია თუ არა ვარჯიში, სქესობრივი კონტაქტი? საერთოდ, როგორ უნდა იგრძნოს კაცმა თავი ინფარქტის შემდეგ სრულფასოვან ადამიანად, თუ ასე არ არის და იგი სამუდამოდ ინვალიდად რჩება?
 
ამ კითხვებზე პასუხის გაცემამდე მიმოვიხილოთ, რა ხდება გულის კუნთში ინფარქტის შემდეგ და როგორია ამ დროს პაციენტის გამოკვლევის რეჟიმი. ინფარქტის შემდგომ პერიოდში, როდესაც ნეკროზულ უბნებში ნაწიბურები უკვე ჩამოყალიბებულია, გულ-სისხლძარღვთა სისტემა ახალ ფუნქციურ რეჟიმს ეგუება. ასეთი ადამიანები გადიან საბოლოო რეაბილიტაციას სოციალური, ყოფითი და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ამ პერიოდში შესაძლოა კვლავ იჩინოს თავი ტკივილმა ან გულის უკმარისობის ნიშნებმა, ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, პერიოდულად იკონტროლებდეს ეკგ-ს, კოაგულოგრამას, ქოლესტერინის დონეს სისხლში. პაციენტზე მეთვალყურეობას სხვა მიზანიც აქვს: ხშირად ინფარქტის მწვავე პერიოდში ვერ ხერხდება კორონარული სისხლძარღვების ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, პოსტინფარქტულ პერიოდში კი საამისოდ შესაძლოა სათანადო პირობები ჩამოყალიბდეს, ამიტომ უნდა განისაზღვროს ოპერაციული მკურნალობის ჩვენებები, მისი სავარაუდო შედეგი და ჩატარების შესაძლებლობა. ამ მიზნით ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წინასწარ შედგენილი გეგმის თანახმად უნდა განხორციელდეს საექიმო, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები. დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობისას ასეთი კვლევები შედარებით მცირე პერიოდულობით ინიშნება. გულის იშემიური დაავადებისა და ინფარქტის გვიანი გართულებების (გულის უკმარისობა, არითმიები) დროს გამოკვლევები უფრო ხშირად ტარდება. პოსტინფარქტულ პერიოდში ავადმყოფის მდგომარეობის შეფასება, ჩვეულებრივ, ამბულატორიულ პირობებში ხორციელდება. ყოველივე ამაში განსაკუთრებული როლი ეკისრება პაციენტს. კარგად გათვითცნობიერებულმა პაციენტმა შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რისკის გამოვლენასა და მკურნალობაში. მას შეუძლია, თავად აკონტროლოს არტერიული წნევა, პერიოდულად ჩაიტაროს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის შესაფასებლად საჭირო ანალიზები, აკონტროლოს სხეულის წონა, კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმი.
 
რამდენ ხანს გრძელდება მედიკამენტების მიღება? მათი მიღება მაშინაც აუცილებელია, როდესაც არაფერი გვაწუხებს?
 
ინფარქტგადატანილი პაციენტის მკურნალობა ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. საქმე ის არის, რომ ინფარქტი გულის იშემიური დაავადების გამოვლენის ერთ-ერთი და ხშირად პირველი კლინიკური გამოვლინებაა. გულის იშემიური დაავადება პოსტინფარქტულ პერიოდშიც გრძელდება და შესაძლოა ვლინდებოდეს სტენოკარდიის სიმპტომებით, რომელსაც ნიტრატების ჯგუფის მედიკამენტებით მკურნალობენ. საყოველთაოდ ცნობილი მეთოდია ნიტროგლიცერინის დადება ენის ქვეშ ან მისი შესხურება - ეს ხსნის სტენოკარდიულ შეტევას. ნიტროგლიცერინის მიღებას თავისი წესები აქვს, რომელთა იგნორირებამ შესაძლოა გართულება გამოიწვიოს. ეს წესები მარტივია და ექიმი მათ აუცილებლად აცნობს პაციენტს. გულის იშემიური დაავადების სიმპტომების კონტროლისთვის გამოიყენება ბეტა-ბლოკერებიც. გარდა ამისა, აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორების კორექცია, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული ქოლესტერინი, შაქრიანი დიაბეტი. აუცილებელია აგრეთვე მკურნალობა თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. საამისოდ, წესისამებრ, ინიშნება ასპირინის მცირე დოზები ფაქტობრივად სამუდამოდ. ამრიგად, პოსტინფარქტულ პერიოდში პაციენტთა უმრავლესობას სჭირდება რამდენიმე, ხშირად 3-4 მედიკამენტის მიღება. კლინიკური გამოკვლევის შედეგების მიხედვით ფასდება ამ მედიკამენტების გამოყენების ჩვენება-უკუჩვენებები და სავარაუდო გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით - მათი კომბინირებულად დანიშვნის დროს. ხშირად მაშინაც კი, როდესაც გულის იშემიური დაავადების სიმპტომები არ შეინიშნება და პაციენტი თავს კარგად გრძნობს, საჭირო ხდება ორი და მეტი მედიკამეტის ხანგრძლივი გამოყენება რისკის თავიდან ასაცილებლად. ბევრს ასეთი მკურნალობა წლობით სჭირდება.
 
როგორია ამ დროს კვების რეჟიმი?
 
შეკითხვა ექიმს
 
-გამარჯობა, გადაღებული მაქვს კარდიოგრამა, ჰოლტერი 24-სთ, ექოსკოპია. გაკეთებული მაქვს სისხლის საერთო, კალიუმი, TSH, ელექტოლიტები, შარდის საერთო, გლუკოზა, კრეატინინი, ლიპიდების განსაზღვრა შრატში, შარდის საერთო-ყველაფერი ნორმაშია. კარდიოლოგმა მითხრა სიფთა წყლის ნერვოზიაო. ნერვოზი ნამდვილად მაქვს. ჩემი პრობლემა შემდეგშია რის გამოც ეს ანალიზები გავიკეთე. თავიდან მოსვონებულ მდჰომარეობაში მიჩქარდებკდა გული, ექიმმა გამომიწერა ცენტრალ-ბ ეხლა ლი მოსვენებულ მდგომარეობაში სულ ნორმაში მაწვს ძაან თუ არ ვინერვიულე, მაგრამ როგორც კი წამოვდგები პულსი მიდის ძალიან მაღლა დაახლოებით 130-მდე, სიარულის დროს 150-160 მაქვს ხოლმე, ძალიან მომენატრა ფეხბურთის თამაში და შეიძლება ესეთ დროს ფიზიკურად დატვირთვა?-ნერვოზული ტაქიკარდიის დროს. მადლობა წინასწარ ძალიან დიდი
 
პასუხი
პოსტინფარქტულ პერიოდში პაციენტმა ჯანსაღი კვების პრინციპები უნდა დაიცვას. ეს პრინციპები მხოლოდ აკრძალვებსა და შეზღუდვებს კი არ გულისხმობს, არამედ, უწინარეს ყოვლისა, რაციონალურ კვებას. ჯანსაღი კვების პრინციპები ნაცადი და მთელ მსოფლიოში აღიარებულია. მათი დაცვა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს ორგანიზმს და ბუნებრივად ზღუდავს მავნე კომპონენტების - ცხოველური ცხიმების, შაქრებისა და სუფრის მარილის - მიღებას. კვების ასეთი რეჟიმი საგრძნობლად აადვილებს სასურველი შედეგის მიღწევას და ოპტიმალური წონის შენარჩუნებას. ოპტიმალური დიეტური რეჟიმის ფონზე შეიძლება შემცირდეს არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და შაქრის კონტოლისთვის საჭირო მედიკამენტების დოზა. თუ დიეტური რეჟიმი მოითხოვს სპეციალურ შეზღუდვას, - მაგალითად, თანმხლები დიაბეტის, სიმსუქნის ან კუჭ-ნაწლავის დაავადების გამო, - ინიშნება სპეციალიზებული დიეტა. საზოგადოდ კი ჯანსაღი კვება 10 ძირითად პრინციპს ეფუძნება:
 
1. მიიღეთ მრავალფეროვანი, ძირითადად მცენარეული წარმოშობის საკვები;
 
2. დღეში რამდენჯერმე მიირთვით პური, მარცვლეული, მაკარონი, ბრინჯი ან კარტოფილი;
 
3. დღეში რამდენჯერმე მიირთვით ხილი და ბოსტნეული, უმჯობესია, ახალი და ადგილობრივი;
 
4. შეინარჩუნეთ სხეულის რეკომენდებული წონა;
 
5. აკონტროლეთ ცხიმების მიღება (სადღეღამისო კალორაჟის არა უმეტეს 30%), ნაჯერი ცხიმები შეცვალეთ უჯერი მცენარეული ზეთით;
 
6. ცხიმიანი ხორცისა და მისი ნაწარმის ნაცვლად მიირთვით ლობიო, სხვა პარკოსნები, თევზი, ფრინველი ან მჭლე ხორცი;
 
7. მიირთვით ნაკლებცხიმიანი და ნაკლებმარილიანი რძე და რძის ნაწარმი (კეფირი, მაწონი, იოგურტი, ყველი);
 
8. ერიდეთ შაქარს, ტკბილ სასმელებს და ტკბილეულს;
 
9. შეზღუდეთ მარილის მოხმარება; მარილის დღიური ულუფა (მათ შორის - პურის, გადამუშავებული, დაშაშხული, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტების საშუალებით მიღებულისაც) არ უნდა აღემატებოდეს ჩაის კოვზს (6 გრამს). იქ, სადაც იოდის დეფიციტს ენდემური ხასიათი აქვს, აუცილებელია იოდიანი მარილის მოხმარება.
 
10. საკვები მოამზადეთ უსაფრთხო და ჰიგიენური მეთოდით. ორთქლში ან მიკროტალღურ ღუმელში მომზადება, ცხობა, ხარშვა დასამატებელი ცხიმების რაოდენობას ამცირებს.
 
რაც შეხება ალკოჰოლს, თუ პოსტინფარქტულ პერიოდში მნიშვნელოვანი გართულებები არ შეინიშნება, მისი ზომიერი მიღება ერთგვარ დამცავ ეფექტსაც კი ახდენს.
 
წყარო: mkurnali