EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მამათის მუზეუმისათვის ჩვენ ბევრ ფაქტს დავამატებთ »

კატეგორია: სხვა

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2023-03-06 18:07:39

მამათის მუზეუმისათვის ჩვენ ბევრ ფაქტს დავამატებთ

Shevardnadze

1.ალექსი კალანდარიშვილი:
"ხუთი დღით ადრე ნოდარ დუმბაძე "პაპამ" მოიხმო თავისთან! გაუკვირდა ნოდარს, რა უნდაო ჩემგან. გზაზე მათან მიმავალს თაქთაქიშვილი შეხვდა და რაღაც თემაზე ულაპარაკიათ,ამიტომ ცოტა შეაგვიანდა ნოდარს. "პაპამ" საათს დახედა, უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა და ასე უთხრა ბატონ ნოდარს: "მე შენთან სალაპარაკო მქონდა, მაგრამ დრო არა მაქვს! მოკლედ ასე, კოწიას ბიჭი მწერალთა კავშირიდან უნდა გაირიცხოს .მკაცრად უნდა გაკიცხო, ამის დიდი ოსტატი ხარ შენ! .. ხოდა მიხედეთ ... საქმეს ! ძმაკაცებსაც ასე გადაეცი, თორემ საქართველოში იმდენი მწერალია ვერ დაითვლი, მოკლედ....!" გამოსცრა კბილებიდან "პაპამ" და წამოდგა. ეს იმას ნიშნავდა აბა მოუსვი აქედანო. შეურაცხყოფილი და დამცირებული ნოდარი კარებთან არ იყო მისული, "პაპამ" სკოლიდან გამოსული მანანას სურათი ჩანთით ხელში გადასცა.. მაგიდასთან მიბრუნებულ ნოდარს თავზარი დაეცა ამ სურათის ნახვაზე. იმ სხდომის მერე ბატონ ნოდარს მეორე ინფარქტმა დაარტყა. ასეთი საშინელება იყო წყეული კგბ.."
2.პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი:
„ტრაბახობდა შევარდნაძე, 1978 წლის 14 აპრილს მე შევუნარჩუნე საქართველოს ქართული ენაო! რასაც ახლა გეტყვით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია: იმ დროს მე ვმუშაობდი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილედ…
საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის ტექსტი მომზადდა საქართველოში და სწორედ შევარდნაძის თავმჯდომარეობით მომუშავე კომისიამ ჩაწერა პროექტში: საქართველოს სახელმწიფო ენა არის რუ–სუ–ლი!!!
ჩემმა თანამშრომელმა, იურიდიული განყოფილების გამგემ, ირაკლი ჩიქოვანმა ეს ტექსტი წაიღო მოსკოვში, საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში შესათანხმებლად. რუსებს ძალიან გაუკვირდათ, რატომ უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ენა ქართული – რუსულითო? ჩვენმა წარგზავნილებმაც უპასუხეს, ქართული რომ სახელმწიფო ენაა, ეს ხომ ისედაც ცნობილია და რად უნდა მტკიცებაო!
აი, ასე მოხვდა 1978 წლის საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად რუსული. შემდეგ ეს ამბავი გახმაურდა და შევარდნაძემ ისევ თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა სიტუაცია!“
3.შევარდნაძე ქმნიდა წინაპირობას, რათა ქართული ენის სტატუსი კონსტიტუციიდან ამოეღოთ 1978 წელს მან პირობა მისცა პოლიტბიუროს, რომ ქართულ ენას ამოიღებდა კონსტიტუციიდან და ამას 'მიბაძავდნენ" სხვა რესპუბლიკები, მაგრამ ეროვნულმა მოძრაობამ უკან დაახევინა ბოროტების იმპერიას....
მანამდე შევარდნაძე ტელეეთერით (განათლების მინისტრი, პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, "მეცნიერები") ატარებდა აგიტაციას თითქოს ქართველები გეოგრაფიას რუსულად უკეთ სწავლობენ...
1978 წელს გააუქმა ქართული სკოლების ნაწილი აფხაზეთში და აფხაზურები მათ ადგილზე გახსნა, გახსნა აფხაზური ტელევიზია შეკვეცა ქართული გადაცემები, ქართული წარწარები მოხსნა გზებზე....
1978 წლიდან, როგორც წესი თანამდებობებზე პირველ პირებად მხოლოდ აფხაზები ინიშნებოდნენ.
4."... 1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის წინ თბილისში, ქუთაისში და სოხუმში; 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის მხილებისათვის; 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდები, თუმცა სხვა რესპუბლიკებში მინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათვის; მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც მათი ,,იდეური ხელმძღვანელი”, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა...."
ზვიად გამსახურდია ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს ....
5.აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას ახმოვანებდნენ ედუარდ შევარდნაძე, რამაზ საყვარელიძე ,მამუკა არეშიძე, პაატა ზაქარეიშვილი, ედუარდ ხიდირბეგაშვილი...
ლაშა ბერულავა წერს:
"მამუკა არეშიძის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თემის გახმიანებას იმდენი გაღიზიანება არ გამოუწვევია, რამდენიც ედუარდ შევარდნაძის მხრიდან ამ განცხადებაზე რეაქციამ გამოიწვია. თითქოს ამას ელოდებოდაო, ექსპრეზიდენტმა მაშინვე აიტაცა თემა და არც საკუთარი ინტერპრეტაცია დაუშურებია მის გასავრცობად: „აფხაზეთი ვერასდროს გახდება საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი და ვერ დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ორი რესპუბლიკის ხალხებს კი შანსი აქვთ, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას მაინც მიაღწიონ“ – ასე გამოიყურება ედუარდ–გიორგი შევარდნაძის „ბრძნული ვერდიქტი“."
6.""საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი ,,ამნისტიით” გამოშვებული 4 ათასამდე კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორგანოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ ,,საქმეები” ჩემს წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავეთა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. ყულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა შიდა ქართლი...."
ზვიად გამსახურდია .......
7.შევარდნაძემ აღიარა გაუპატიურებები, მკვლელობები... “სწორია, რომ შევედით სამეგრელოში. ეს ჩვენ ადრე უნდა გაგვეკეთებინა. ყველამ უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი, ჩვენ უნდა გავანადგუროთ პროვინციული ფაშიზმი და განვახორციელეთ კიდეც. როდესაც ბოროტ ძალას ებრძვი, ზედმეტია წუწუნი გაუპატიურებაზე და მსხვერპლზე, მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო...." (სატელევიზიო ინტერვიუ იური ციკოლიასთან, 1994 წ. 24 ივნისი) ედუარდ შევარდნაძე.
.. შევარდნაძის აზრით, გაუპატიურებებზე და მკვლელობებზე, მათ შორის ხელფეხშებორკილ 6 ახალგაზრდის საჯაროდ დახვრეტაზე ხმა ჟურნალისტებმა არ უნდა აიღონ, რადგან პროვინციალურ ფაშიზმს ებრძოდა... სამწუხაროდ, ჟურნალისტები პიონერებივით უჯერებდნენ მას აფხაზეთშიც, სამეგრელოშიც, თბილისშიც, სამაჩაბლოშიც და ხმას არ იღებდნენ.
.საბჭოთა ისტორიოგრაფია ანუ რუსეთის ადვოკატობა დაბრუნდა