EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« რა სურს ქალს: ფროიდის 15 ციტატა სიყვარულსა და სექსუალურობაზე »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2023-05-07 19:25:52

„ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვხვდებით მას, ვინც ჩვენს არაცნობიერში უკვე არსებობს“.
 
Phroid
 
„რაც უფრო უნაკლოა ადამიანი გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს შინაგანად“.
 
„სექსუალურ ანომალიად შეიძლება ჩაითვალოს სექსზე სრულიად უარის თქმა, სხვა დანარჩენი კი გემოვნების საკითხია“.
 
„ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რასაც სხვებს არ უმხელს და სურვილი, რაშიც საკუთარ თავსაც არ უტყდება“.
 
„ქმარი ყოველთვის საყვარელი მამაკაცის შემცვლელია და არა თავად ეს მამაკაცი“.
 
„ადამიანი უარს არასდროს არაფერზე ამბობს, ის უბრალოდ ერთ სიამოვნებას მეორით ანაცვლებს“.
 
„სექსუალური კმაყოფილება ყველაზე კარგი საძილე აბია“.
 
„როგორი თამამი და თავდაჯერებული ხდება ის, ვინც დარწმუნებულია, რომ უყვართ“.
 
„ყველა ჩვენს ქმედებას საფუძვლად ორი მოტივი უდევს: დიდების მოპოვების სურვილი და სექსუალური ლტოლვა“.
 
„სასიყვარულო ურთიერთობაში ერთმანეთი არ უნდა დაინდოთ, რადგან ეს გაუცხოებამდე მიგიყვანთ. თუ სირთულეები არსებობს, ისინი უნდა გადალახოთ“.
 
„ქალმა მამაკაცი უნდა მოალბოს და არა შეასუსტოს“.
 
„სიყვარული - ყველაზე გამოცდილი გზა, სირცხვილის გრძნობის დასაძლევად“.
 
„ადამიანი, როგორც წესი ყველაზე მეტად აფასებს და ოცნებობს იმაზე, რის მიღწევაც არ შეუძლია“.
 
„მხოლოდ ბავშვობის ოცნებების განხორციელებას შეუძლია ცხოვრებაში ბედნიერების მონიჭება“.
 
„დიდებულ შეკითხვებზე, რომლებზეც პასუხი არ გაცემულა და რომლებზე პასუხი კვლავ არ მაქვს, მიუხედავად ქალის სულის ჩემი 30 წლიანი კვლევისა, არსებობს კითხვა: „რა სურს ქალს?“