EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« შხამქიმიკატების მოხმარების შედეგი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2023-06-11 17:39:11

შხამქიმიკატების მოხმარების შედეგი

შხამქიმიკატები

ტრაგიკული სიკვდილი ხვდა წილად 34 წლის სილივიას.
გოგონა ოჯახებში დალაგებებზე მუშაობდა.
საკმაოდ მძიმე და მკაცრ დიასახლისებთან უწევდა ურთიერთობა.
დიასახლისებთან, რომლებიც არასოდეს იყვნენ კმაყოფილი შესრულებული სამუშაოთი, რათა ნაკლები ფული გადაეხადათ დაქირავებული დამლაგებლისთვის.
ერთ დღეს ტუალეტის სისუფთავეზე აუხირდნენ სილვიას.
არ ბზინავს ისე, როგორც მე მსურს.
მხოლოდ ქლორი არ კმარა.
რაიმე უფრო ძლიერია საჭირო და თეთრი ხსნარი, რომელიც მათეთრებლის სახელითაა ცნობილი მოუტანა ქალბატონმა.
 - აურიე და ისე გაწმინდე!
სულ ცოტა ხანში სახლში საშინელი სუნი დადგა.
დიასახლის მკერდის ტკივილი დაეწყო.
სილვიას კი, რომელმაც მისდა საუბედუროდ ნიღბის გარეშე იხმარა საბედისწერო ხსნარი ჯერ ხველა, მერე კი გულის რევა  აუტყდა თურმე.
სასწრაფო დროზე მოვიდა, თუმცა უბედურ დამლაგებელს ვეღარაფერი უშველეს.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მეოთხე დღეს გარდაიცვალა რეანიმაციულში.
სასტიკად აკრძალულია ქლორთან ნებისმიერი სითხის შერევა, ძმრისაც კი.
რადგან ხდება ქლორში არსებული აირების და მარილმჟავის გამოყოფა და  ადამიანის სასუნთქ სისტემას კეტავს.
( მხოლოდ წყალი შეგიძლიათ)
ქლორი გამოიყენება მხოლოდ ტუალეტებისთვის და სააბაზანოში.
ვიაკალი და ტუალეტის საწმენდი ლურჯი ფერის სითხე, რომელიც ასე  განთქმულია საბერძნეთში და ჩვენს პატარა ქართველ გოგონებს
  ( დალაგებებზე ხომ მხოლოდ35-40 წლამდე გოგონებს ითხოვენ. )
 აიძულებენ მის გამოყენებას არის შენელებულად მოქმედი საწამლავი, რომელიც კიბოს განვითარების სრული  გარანტიაა.
არასოდეს იმუშაოთ  მსგავს ხსნარებთან ნიღბების გარეშე და ჩაკეტილ სივრცეში.
ნურასოდეს დათანხმდებით საეჭვო, ძლიერი სუნის მქონე  ხსნარების გამოყენებას.
შეეცადეთ დაარწმუნოთ თქვენი ახირებული და ჭირვეული  ქალბატონები, რომ ის სუნი, მთელს სახლში აორთქლებული აირები, რომლითაც იჟღენთება ზედაპირი, არა მარტო თქვენთვის არამედ მათთვისაც საზიანოა.