EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« წმ.მიქაელ მთავარანგელოზის ხატი რომელიც ბერების სისხლით არის გამოძერწილი.. »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2023-07-16 23:56:08

წმ.მიქაელ მთავარანგელოზის ხატი რომელიც ბერების სისხლით არის გამოძერწილი

მიქაელ-მთავარანგელოზის-ხატი

ხატის ისტორია
X საუკუნეში. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია კუნძული ლესბოსიც, მაგრამ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის უძველეს მონასტერს ვერაფერს აკლებდა. ერთხელ, როცა ბერებმა გალავნის კარი გააღეს, იქვე დამალული სარკინოზები მონასტერში შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იმყოფებოდა და თვალის დახამხამებაში სახურავზე აცოცდა. მდევარი მიეწია, საცაა მოკლავდნენ, რომ უეცრად ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა, იქიდან გამოვარდა მრისხანესახიანი მეომარი ცეცხლისმტყორცნელი მახვილით ხელში და მტერს მივარდა, იგი მთავარანგელოზი მიქაელი გახლდათ. დამფრთხალმა მტერმა ტაძრიდან გაასწრო, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა მის რისხვას - ყველა სარკინოზი თხემიდან მუცლამდე მახვილით იყო ჩაჭრილი. გაბრიელმა ადიდა ღმერთი, მოაგროვა მიწაზე დაღვრილი ბერების სისხლი, შეურია თეთრ თიხას და წმ. მიქაელის რელიეფური ხატი გამოძერწა. ისე სწრაფად დაამთავრა, თითქოს მის ხელებს ვინმე სხვა ამოძრავებდა. ეს ის სახე იყო, გაბრიელმა ტაძრის სახურავზე რომ იხილა. 
ეს წმინდა ხატი სასწაულთმოქმედად ითვლება. ზოგჯერ მთავარანგელოზს, ადამიანთა თანაგრძნობით, თვალები ცრემლით ევსება და მორწმუნები ფრთხილად წმენდენ, ზოგჯერ კი სახეზე ოფლი ასხამს კაცთა მოდგმის შეწევნის გამო.