EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« კროკუსი – ზაფრანა (Crocus) »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2024-01-25 21:17:48

კროკუსი – ზაფრანა (Crocus)

 

Crocus

შაფრანი, ზაფრანა, კროკუსი (Crocus) ზამბახისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არ აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში — 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა Crocus adanensis და შემოდგომაზე მოყვავილე მშვენიერი შაფრანი - Crocus speciosus ( Шафран прекрасный) გვხვდება შუა სარტყელში. ოტრანის შაფრანი -Crocus autranii (Шафран Отрана ) ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. შაროიანის შაფრანი - Crocus scharojanii (Шафран Шарояна, или Крокус Шарояна) კი — კავკასიის ენდემია, სსრკ-ს დროს მისი გამოსახულებით საფოსტო მარკებიც გამოდიოდა. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანია, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. დასათესი შაფრანი Crocus sativus (Шафран посевной) ითვლება ჰიბრიდად, მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; კროკუსი, "შაფრანი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია. აქვს იისფერი ყვავილი, მისი ხოლო ბუტკოს სამი სურნელოვანი ნარინჯისფერ-მოწითალო დინგი შეიცავს ძვირფას საღებავს — კროცინს. რომელსაც მშრალი სახით სანელებლად გამოიყენება. 100 000 ყვავილიდან საშუალოდ 1 კგ სანელებელს იღებენ. (აქ მოყვანილი 2 სახეობის ქართულ-რუსული შესატყვისი ვერ ვიპოვე! ) .კროკუსი ერთ-ერთი შხამიანი მცენარეა იმ ყვავილთაგან, რომელთაც ხშირად აწყდებიან ადამიანები. მისი შხამიანი ნივთიერება მომაკვდინებელია, მიუხედავად ამისა სწორად დოზირების შემთხვევაში, გამოიყენება მედიცინაში. სხვა შხამებისაგან განსხვავებით მას არ აქვს შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი. კროკუსით მოწამვლა იწვევს წნევის ვარდნას და შემდეგ გულის გაჩერებ
 
Crocus
კროკუსი – ზაფრანა, არაფერი აქვს საერთო საჭმელისთვის გამოყენებულ ზაფრანასთან, მისი ბოტანიკური სახელია ნარგიზი.