EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დიქტატურა / ტირანია / ავტორიტარიზმი »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: DEMI

თარიღი: 2013-05-19 11:14:37

დიქტატურა / ტირანია / ავტორიტარიზმი

დიქტატურა / ტირანია / ავტორიტარიზმი

დიქტატურა (ლათ. dictatura) — ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებას მართავს დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით.

ძველ რომში დიქტატურა იყო დროებითი პოლიტიკური რეჟიმი; საგანგებო სიტუაციის დროს შეუზღუდავი პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცემოდა ერთ ადამიანს — დიქტატორს.

ტირანია (ბერძნ. τύραννος, τυραννίς) — თანამედროვე მნიშვნელობით არის დიქტატორული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გამოირჩევა თავისი სისასტიკით.

 

ავტორიტარიზმი - მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას. მოსახლეობის უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ავტორიტარიზმს ხშირად „დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ავტორიტარიზმი, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს - იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისაგან განსხვავებით, ავტორიტარიზმი მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ეკონომიკის სფეროზე, როდესაც მმართველობის ავტორიტარული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975) ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდში ჩილეში (1973 წლიდან) სწორედ მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.