EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« კოლხეთი. »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი:

თარიღი: 2013-05-19 11:33:17

სიტყვა კოლხეთი თევზის სახელწოდებიდან წარმოსდგება...
"უწინარეს ჟამებშივე ხალდეველთა მოდგმას სჭერია მთელი შუამდინარე და მცირე აზია ეგვიპტის საზღვრებამდე, კუნძულები კვიპროსი (ამას მათებურად ერქვა აგრეთვე იავნანა) და კრეტა. შარდან კოლხელი თავის რაზმით ჰშველოდა რამზეს II-ს 1270 წ. ქრ. წ. კოლხელებივე ენადებოდნენ ლიბიელებს (აფრიკაში), საცა ცხოვროდა თეთრკანიანი ხალხი თხუხი, კახაკინილოსის დელტის სამხრით ქალაქი ტანისი (ავარისი) იყო უმთავრესი სამყოო კოლხელებისა. ჰიქსოსების ხანაში მთელი ეგვიპტე, სირია ღასისამდე და შუამდინარე წარმოადგენდა ერთ სახელმწიფოს ჰეგემონიის ქვეშე ხეთა-ქა;დის მოდგმისა. შემდეგში 1270 წელს ხეთას მეფე ხიტისარმა (სქოლიოში აღნიშნულია: ხიტი იგივე ქიტი, ხატი, ხეტაა ხიტიის ანუ ხიტის მეფე (სარ-ცარ, მცარი, ცავი), რომ სამეგობრო ხელშეკრულება დასდო რამზეს II-სთან. ამ ხელშეკრულობის სიმტკიცეს თავდებად დაუდგა ათასი ღმერთი ხეთას ქვეყნისა და ათასი ღმერთი ეგვიპტისა, და იგივე ხელშეკრულობა თავის ბეჭდით და ხელმოწერით დაამტკიცა ხეთას დედოფალმა გილუხიპამ (სქოლიოში ნათქვამია:ასეთივე სახელიანი სეფე ქალები ქალდისა ცოლად ჰყვანდათ ფარაონებს), ასულმა კიჯადადანის ქვეყნისა.
საგულისხმოა, რომ ჰეროდოტე, რომელმაც მოიარა ეგვიპტე და კოლხეთი, ეგვიპტელებსა და კოლხებ შორის ერთის მხრივ და მათ ჩვეულებასა და ენას შორის მეორეს მხრივ დიდ ერთობას აღნიშნავს.
ბერძენთ მწერლებივე აცხადებენ კოლხების ერთგვარ დენას დასავლეთისკენ.
სტრაბონი იუწყება, კოლხების კვალი შეინიშნებაო კუნძულ კრეტაზე, იტალიას, ადრიატიკის ზღვამდე. აქ პლინიუსი უჩვენებს ქალაქს კოლხინიუმ კოლხთა აგებულს. ამათ წინანდელი მწერლები, კალლიმახი (260-230 წ. ქრ. წ.) და სხვა, კოლხთა ქალაქებს უჩვენებენ ეპირში, ისტრიას (სქოლიოში აღნიშნულია:კოლხებმა დააარსესო ქალაქი, რომელსაც დაარქვესო თავიანთებურად პოლა. გვგონია ნაკვეთად სიტყვისა სოფელი ზმნიდან ფუუა, ფლვა, ფლობა).
თვით იუპოტერის აღმზრდელებადაც იგივე ბერძნის მწერლები აცხადებენ კოლხებს, ათინის კულტიც კოლხეთიდან გადაინერგესო.