EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« გველისმჭერი »

კატეგორია: ჰოროსკოპი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 13:14:29

გველისმჭერი

როგორც იცით, ზოდიაქო არის ეკლიპტიკაში შემავალი თანავარსკვლავედები, რომლებსაც გადის დედამიწა მზის გარშემო ბრუნვის დროს. ჩვენ ვიცით ეკლიპტიკაში შემავალი 12 ზოდიაქო:

 

1)ვერძი: 21მარტი - 20 აპრილი

 2)კურო: 21 აპრილი - 21 მაისი

 3)ტყუპები: 22 მაისი - 21 ივლისი

 4)კირჩხიბი: 22 ივნისი - 22 ივლისი

 5)ლომი: 23 ივლისი - 23 აგვისტო

 6)ქალწული: 24 აგვისტო - 23 სექტემბერი

 7)სასწორი: 24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

 8)მორიელი: 24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი

 9)მშვილდოსანი: 23 ნოემბერი - 21 დეკემბერი

 10)თხის რქა: 22 დეკემბერი - 20 იანვარი

 11)მერწყული: 21 იანვარი - 18 თებერვალი

 12)თევზები: 19 თებერვალი - 20 მარტი

 

ასტროლოგიური პრინციპების მიხედვით, მზე მოგზაურობას იწყებს მორიელის თანავარსკვლავედიდან და მიდის პირდაპირ მშვილდოსანთან, მაგრამ კოსმოსის მუდმივი მოძრაობის გამო, მზე სანამ მშვილდოსნის თანავარსკვლავედში აღმოჩნდება, რამდენიმე დღის განმავლობაში (26.11-26.12) გადის გველისმჭერის (Ophiuchus) თანავარსკვლავედს. ასტროლოგები გველისმჭერს არ თვლიან ზოდიაქოში. ისინი არ ანიჭებენ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან თვლიან, რომ ამ დროს დაბადებული ადამიანი ხასიათდება ინფერნალური თვისებებით. ეს თანავარსკვლავედი მოიცავს ეკვატორიალური ცის ვრცელ რეგიონს და კარგად არის შესწავლილი.

დიდი ხნის განმავლობაში ასტროლოგები და მაგები არ ესაუბრებოდნენ ადამიანებს ზოდიაქოს მე-13 ნიშანზე, ”როცა კეთილი და ბოროტი ძალები იწყებენ ბრძოლას ადამიანთა სულების დასაუფლებლად“.

გველისმჭერი ბატონობს ორი კვირა. პირველი ემთხვევა მორიელის დამთავრების პერიოდს, მეორე-მშვილდოსნის აღმავლობის პერიოდს. სიმბოლურ ჰოროსკოპში, რომელიც შედგება 12 თანაბარი ნაწილისაგან, დაფარული სახით შედის გველისმჭერის ნიშანი, რომელსაც აქვს გასავლელი სხვა სამყაროებში-ასტრალი, მენტალი, კარმული ურთიერთკავშირი. გველისმჭერს არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი ზოდიაქოში. გრაფიკულად ის არის რძიანი გზის პროექცია ზოდიაქოს წრეში.

მორიელ-მშვილდოსნის დროს ხანდახან “ დამწვარ გზას“ ეძახიან.ეს არის ასტროლოგიაში სიმბოლო გზისა, სადაც ჩვენ გველოდება ყველაზე მძიმე გამოცდები. ძველბერძნული ლეგენდის თანახმად, ამ დროს დედამიწის თავზე ცეცხლწაკიდებული ეტლით გადამფრენმა მზის შვილმა ფაეტონმა დაწვა ყველაფერი ცოცხალი და კოსმოსური ქაოსიდან ზედაპირზე გამოძვრნენ ურჩხულები.

ძველი არიელები ასეთ დროს იხსენებდნენ სამყაროს მბრძანებელ ზაკხაკს, რომელიც ბოროტი ძალებით იყო შებყრობილი. მას მხრებზე ამოზრდილი ჰქონდა ადამიანისმჭამელი გველები. მორიელ-მშვილდოსნის პერიოდი არის ბოროტი ძალების მომძლავრების პერიოდი. ამ ორი კვირის განმავლობაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ თავისი თავის იმედი. გველისმჭერი გვასწავლის: შიში არის ბოროტის მთავარი იარაღი და ბოროტის ყველაზე საშინელი გამოვლინება არის ტყუილი. ის ვინც გააცნობიერებს ამას და დასძლევს შიშს, გათავისუფლდება. სხვებს ელოდებათ ფაეტონის ბედის განმეორება,-ჩავარდნა და “დამწვარი გზა“  ფეხქვეშ. მორიელის მშვილდოსნის გადასვლის პერიოდი (მორიელის 30 გარდუსი ან მშვილდოსნის ნულოვანი გრადუსი) იწოდება გათავისუფლების წერტილად.

ნამდვილი ასტრონომები ყოველთვის ითვალისწინებენ გველისმჭამელის გავლენას ადამიანის ბედზე. თუ თქვენ დაიბადეთ 27 ნოემბერს ან 17 დეკემბრის პერიოდში, თქვენ ხართ არა მორიელი ან მშვილდოსანი, არამედ გველისმჭერელი, მორიელის შტრიხებით, მორიელის და მშვილდოსნის დახასიათება შეგესაბამებად მხოლოდ ნაწილობრივ. თქვენ ინარჩუნებთ თქვენს თავში ამ ნიშნების ძირითად თვისებებს, მაგრამ თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ბედის ადამიანი. თქვენ შეგიძლიათ გაქრეთ სამუდამოდ, გამოუმშვიდობებლად, უკვალოდ. გაქვთ უნარი სრული გარდაქმნის, სხვა ადამიანად გადაქცევის. ზოგიერთი ადამიანებისთვის თქვენ მოგაქვთ დაუჯერებელი სიხარული და ბედნიერება, სხვებისთვის - სიმწარე და ნგრევა. თქვენ უკან შლეიფივით მოგყვებათ მთელი რიგი უცნაური და აუხსნელი მოვლენებისა, რომელთა ახსნა ხანდახან თავადაც არ ძალგიძთ.

გველისმჭერები ჩვეულებრივ ბევრს გადაადგილდებიან, ყოველთვის გზაში არიან. ხვდებიან უამრავ განსხვავებულ ადამიანს, ყველა მათგანს უძებნიან თავის გასაღებს და აყალიბებენ მათთან განსაკუთრებულ ურთიერთობას. მათ შეიძლება ჰქონდეთ რამოდენიმე ოჯახი (ან საერთოდ არ ჰქონდეს) სხვადასხვა ქალაქში, რამოდენიმე ცხოვრება ან ცხოვრების შრეც კი, ურთიერთობის სხვადასხვა შრეები.

ის არსით ნამდვილი ქამელეონია, რომელიც იცვლის ფერს, შეფერილობას, ქცევის მანერას, მას ნებისმიერ წუთს შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება, გადააქციოს ფერფლად წარსული, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

გველისმჭერები შეიძლება ძალიან საშიშნი იყვნენ თუ თქვენ მიაყენებთ ზიანს მათ. მათ შეუძლია საპასუხოდ მოგიტანოთ დიდი უსიამოვნებები, ნგრევები და სიკვდილიც კი და ეს არა იმიტომ, რომ გველისმჭერები ბოროტი ხალხია და ამას განზრახ აკეთებენ. ამ ნიშნის ბუნებაა - “დამცავი გზის“ ეფექტი. როდესაც ის თავისი ყოფნის ადგილს ტოვებს, ის ყველა ხიდს წვავს თავის უკან.

ამ ადამიანს შეუძლია დაიწყოს ცხოვრება ნულიდან,- ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და მაინც შეძლოს ყველაფრის თავიდან აშენება.

გველისმჭერელს შეუძლია “წაშალოს“ თავისი წარსული და ისე დაიწყოს ცხოვრება ნულიდან, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მას არ ეშინია საშიში სიტუაციების, მას არ აქვს შიშის გრძნობა, მას უყვარს ავანტურები და თავგადასავლები. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ის ჩვეულებრივ გადარჩება, ის არაჩვეულებრივად სიცოცხლისუნარიანია. თუ ხდება ავიაკატასტროფა, ყველა იღუპება... გველისმჭერი გადარჩება. ძველი რომაელი ასტროლოგი მანილი წერდა, რომ გველისმჭერის აღმავლობის პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის გველები აბსოლუტურად უვნებელნი არიან.

ლათინურად ამ თანავარსკვლავედს Serpentarius ეწოდება. თარგმანში ნიშნავს - “ის ვინც გველს ატარებს“ გველისმჭერელის ცხოვრებაში ყოველთვის არის კონტრასტი - ხან სრული დაცემა, ხან ბრწყინვალე აღზევება. მესამე არ არსებობს. ის სიამოვნებით ანგრევს იმას რაც ადრე შექმნა, რათა თავიდან შექმნას რაღაც ახალი. ეძებს ახალ თავგადასავლებს, ისწრაფვის გამოცდებისაკენ. მეორე მხრივ, მას ისე შეუძლია იმხიარულოს და დატკბეს ცხოვრებით, როგორც სხვას არავის. მას შეუძლია სრულად ჩაიძიროს სიამოვნების და გიჟური სიხარულის, რისკის და თავგადასსავლების მორევში.

ძირითადი განსხვავება გველისმჭერისა სხვა ზოდიაქოს ნიშნებისაგან არის ის, რომ ცხოვრება არ აძლევს მას გაჩერების საშუალებას. სხვა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გაჩერება, დაბრკოლება, კონსერვატიზმი, უკან მობრუნება, გველისმჭერელს - არა! ის მხოლოდ წინ მიდის. თუ ის გაჩერდება, მაშინვე მოხდება შლა და ნგრევა, რაც მას აიძულებს გზა გააგრძელოს.

გველისმჭერის ბუნება ისეთია, რომ მას მხოლოდ ამ ძნელ, არსებითად არაადამიანურ პირობებში შეუძლია ცხოვრება. მისთვის ეს ერთადერთი მისაღები, ადამიანური პირობებია. გველისმჭერელისთვის მთელი ცხოვრება ეს - ბრძოლათა სერიებია. მის ცხოვრებაში მუდმივად ხდება სიტუაციები, სადაც მას არავინ ეხმარება და ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ასე მოხდა პაგანინის შემთხვევაშიც, როცა მან მხოლოდ ერთი სიმით დაუკრა. გველისმჭერის გვერდით ყოფნა ძალიან საინტერესოა მაგრამ შეიძლება ხანდახან მოუსვენრად იგრძნო თავი. მათ შეიძლება ჰქონდეთ თავბრუდამხვევი, ერთი შეხედვით მოულოდნელი და ხანდახან იქნებ დაუმსახურებელი წარმატებები ცხოვრებაში, მაგრამ ექნებათ ასევე წარუმატებლობებიც, თუმცა ისინი ყველა სიტუაციიდან სწავლობენ, სწავლობენ იმას რაც მათ ჭირდებათ.

ის სრულად მიუდგომელია სხვა ადამიანებისთვის, მისი შეცნობა შეუძლებელია, თუმცა ამავდროულად ძალიან ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმ დროს როცა შენ მას მიეჩვევი და გგონია რომ შენ ის შეიცანი, შეისწავლე, ის მთლიანად შენს ხელთანაა და შენ მას აკონტროლებ, ის უეცრად აბსოლუტურად სხვანაირი ხდება, ჩნდება სხვა მხრიდან. მასთან ურთიერთობა რთულია და ამავდროულად ძალიან მარტივი, საინტერესო, არ იცი როგორ მიუდგე მას, თვითონ გიჩვენებს გზებს და თვითონვე მოგიჭრის თუ საჭიროდ ჩათვლის. ის ტოვებს ორმაგი, ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებას,მაგრამ ამასაც კი არ გიჩვენებს თუ არ ენდომება -  რაც ახასიათებს გველისმჭერს.

გველისმჭერი ეს სულიერი გამოფხიზლების ნიშანია, ნიშანი რომელიც გვაერთებს კოსმოსთან. გველისმჭერი ეს ისაა ვინც კარმა დაამარცხა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები: ნოსტრადამუსი, შარლ დე გოლი, ალექსანდრე სუვოროვი, სპინოზა, ლოპე დე ვეგა...