EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია 2 »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 16:49:25

როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია 2

კარგ სამსახურში მიღებისას ხშირად დამსაქმებელი რეზიუმეს (CV) გარდა ითხოვს ავტობიოგრაფიასა და დახასიათებას.

იმაზე, თუ როგორ დავწეროთ CV ხელმისაწვდომია საკმაოდ დიდი რაოდენის ინფორმაცია, მაგრამ ავტობიოგრაფიისა და დახასიათების დაწერის შესახებ მასალა ბევრად უფრო რთული საპოვნელია. მითუმეტეს, რომ გასაუბრების დროს საჭიროა მათი თან ქონა. თუმცა, თუ კარგად გაერკვევით, მიხვდებით, რომ ავტობიოგრაფიის დაწერა სულაც არ არის რთული.

 

ავტობიოგრაფია - მთელი თქვენი ცხოვრების აღწერაა პირველი პირის მიერ. ეს ჟანრი ახლოსაა მემუარებთან, მაგრამ ყურადღება უფრო გამახვილებულია ავტორის შინაგან სამყაროზე. ავტობიოგრაფიის საშუალებით გასაუბრების დროს დამსაქმებელი იღებს დამატებით ინფორმაციას მომავალი თანამშრომლის შესახებ.
თქვენი შესაძლო მომავალი უფროსისათვის მთავარია არა ის რას დაწერთ ავტობიოგრაფიაში, არამედ ის, თუ როგორ გააკეთებთ ამას.

• შესაძლოა, თქვენ ბიოგრაფიას გაეცნონ ფსიქოლოგები, გრაფოლოგები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სხვა სპეციალისტები. ამიტომაც ავტობიოგრაფიის ტექსტი უნდა იყოს ხელით დაწერილი და გადმოცემული ვაკანსიის მსურველის მიერ, პერსონალის წარმომადგენლის თანდასწრებით.

•გთავაზობთ ავტობიოგრაფიის რამდენიმე ძირითად ბლოკს, რომლებიც სასურველია გამოიყენოთ ავტობიოგრაფიის შედგენისას:

გვარი, სახელი, მამის სახელი; დაბადების თარიღი და ადგილი
მაგალითად:

გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე.
დაბადების თარიღი: 1988 წლის 11 სექტემბერი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი


• თქვენი მშობლების მონაცემები
მაგალითად:

დავიბადე მასწავლებლების ოჯახში.


• განათლება
ეს პუნქტი უნდა შეავსოთ დაწყებული სკოლის პერიოდიდან, გაგრძელებული სასწავლებლებით ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

• შრომითი საქმიანობა
ამ პუნქტში უნდა აისახოს ყველაფერი, დაწყებული დასაქმების ადგილიდან, გაგრძელებული დაკავებული თანამდებობითა და სხვადასხვა ნიუანსებით.

• სასურველია, ავტობიოგრაფიაში მიუთითოთ ოჯახური მდგომარეობა და მოკლე ინფორმაცია ცოლ-ქმარზე და ბავშვებზე. მამაკაცებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ (მსახურების შემთხვევაში) ჯარში ყოფნის პერიოდი და საბრძოლო წოდება. ქალბატონებს შეუძლიათ მიუთითონ ინფორმაცია შვებულებაში ყოფნის, მშობიარობის, ბავშვების მოვლის პერიოდის შესახებ.

• მიუთითეთ ინფორმაცია ჯილდოების, პირადი მიღწევებისა და დაწინაურებების შესახებ. ამის საშუალებით თქვენი ბიოგრაფია მხოლოდ გაირზრება თქვენი დამსაქმებლის თვალში. გარდა ამისა, სამსახურის მაძიებელმა აუცილებელი თანმიმდევრობით უნდა მიუთითოს პირადი მონაცემები, საცხოვრებლის მისამართი და ტელეფონი, ბიოგრაფიის შედგენის თარიღი, ასევე დოკუმენტის ბოლოში უნდა დასვას საკუთარი ხელმოწერა.
საბოლოო ჯამში გრამატიკულად გამართული ბიოგრაფიის დაწერა არ მოითხოვს ავტორისგან დიდ ძალისხმევას. ქვემოთ მითითებული მაგალითების გადახედვის შემდეგ, თქვენ უკვე მზად იქნებით დაწეროთ ხარისხიანი და საინტერესო ავტობიოგრაფია.