EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« მამაკაცის საქმიანი აქსესუარი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 17:31:20

მამაკაცის საქმიანი აქსესუარი

მამაკაცის საქმიანი აქსესუარი

ოდითგანვე ცნობილია, რომ ტანსაცმელი და აქსესუარები ბევრ რამეს ამბობს მისი მფლობელის შესახებ. აქსესუარებსა და დეტალებზე ყურადღებას დღესაც ისევე ამახვილებენ, როგორც ადრე, და თუ ახლა ვინმეს ჰგონია, რომ ტანსაცმლის დეტალებისადმი მომეტებული ყურადღება ქალების პრეროგატივაა, მათ ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხებთ: თანამედროვე მამაკაცისთვის ინდივიდუალურობა და სტილი არანაკლებ მნიშვნელოვანია.
 
 
ჩანთა
ჩვენს დროში მამაკაცის ტყავის ჩანთა წარმატებული ადამიანის შეუცვლელი ატრიბუტია. ეს ადვილად აიხნება იმით, რომ გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცებისთვის აუცილებელია ხარისხიანი და გამძლე ჩანთა, რამდენადაც ისინი დიდ დროს ატარებენ მგზავრობაში, ყოველდღე წყვეტენ მრავალრიცხოვან ამოცანას და დაკავებულები არიან სხვადასხვა ტიპის საქმიანობით. დღეს პოპულარობის პიკზეა მამაკაცის მხარზე გადასაკიდებელი ტყავის ჩანთა. ასეთი მოხერხებული აქსესუარი შეუცვლელია გასეირნების, მაღაზიებში სიარულის დროს, მეგობრებთან შეხვედრისთვის. მასში შეიძლება მოათავსოთ დოკუმენტები, მცირე ზომის პირადი ნივთები - გასაღები, მობილური ტელეფონი, პორტმონე. ხელები თავისუფლდება, ხოლო მრავალრიცხოვანი წვრილმანი ნივთი აღარ ამძიმებს ჯიბეებს. შეხვედრებისას, რომლებიც არ საჭიროებს ოფიციალურ დრესკოდს, მსგავსი ჩანთები ცვლის მამაკაცის პორტფელს, უნივერსალური, მოხერხებული და იმავდროულად პრეზენტაბელურიცაა. მოდურია როგორც ლაკონიური ფორმები, ზედმეტი დეტალების გარეშე, ასევე უფრო თამამი დიზაინერული გადაწყვეტილება მოცულობითი გარეთა ჯიბეებით და დეკორატიული ნაკერებით. მხარზე გადასაკიდი ჩანთები სხვადასხვა ზომისაა, უპირობოდ მოსწონს ყველას, ვინც აფასებს კომფორტსა და პრაქტიკულობას. უფრო დახვეწილ მოდელებში მრავალი განყოფილებაა: საკრედიტო ბარათებისთვის, მობილური ტელეფონისთვის, სავიზიტო ბარათებისთვის და სხვა. საქმიანი მამაკაცი უბრალოდ ვალდებულია, რამდენიმე ტყავის ჩანთა ჰქონდეს, თუმცა მამაკაცებს დიდად არ უყვართ დროის ხარჯვა მაღაზიებში სიარულზე, ასეთ შემთხვევაში მათთვის კომფორტული და მოხერხებულია ინტერნეტმაღაზიებში შეკვეთა, სახლიდან გაუსვლელად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
 
 
ტყავის პორტფელი
მამაკაცის ტყავის პორტფელი არა მარტო დოკუმენტების გადასატანი საგანია, არამედ აქსესუარი, რომელიც კარგად ასახავს წარმატებული საქმიანი მამაკაცის სტილს. აღნიშნული ნივთი ხაზს უსვამს სტილს და ანიჭებს მამაკაცს სოლიდურობას. ტყავის პორტფელის შერჩევისას ფასზე ყურადღების გამახვილებას არ გირჩევთ, რამდენადაც ხარისხის შემფასებელი და დამფასებელი ადამიანი ირჩევს იმ მოდელს, რომელიც შეესაბამება მის სტატუსსა და სტილს. პოპულარობას იბრუნებს კლასიკური პორტფელი. მკაცრი დიზაინი მფლობელის ხასიათზე მეტყველებს და ხაზს უსვამს მის კარგ გემოვნებას.
 
 
საფულე და პორტმონე
მამაკაცის ტყავის საფულე ამყარებს საზოგადოებაში ადამიანის სტატუსს და ქმნის აუცილებელ იმიჯს. მამაკაცის პორტმონე უნდა იყოს მოხერხებული და ტევადი, თუმცა ამასთანავე არ უნდა იყოს ზედმეტად თვალში საცემი. უმჯობესია ეს აქსესუარი იყოს ნატურალური ტყავისგან, ჰქონდეს სპეციალური განყოფილებები საკრედიტო, სავიზიტო ბარათებისთვის, ასევე სხვადასხვა ზომის ჯიბეები. ვიდრე საჩუქრად შეიძენდეთ მამაკაცის პორტმონეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სტილის უპირატესობები, ასევე მომავალი მფლობელის სოციალური სტატუსი. თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, რეკომენდებულია ყურადღება შეაჩეროთ ნეიტრალური ტონების კლასიკაზე.
 
 
სპორტული ჩანთა
რა არის მამაკაცის მოდური სპორტული ჩანთა? ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მარტო გარეგნულ პრეზენტაბელურ იერსახეს (თუმცა ექსტერიერიც მეტად მნიშვნელოვანია), ასევე შიგთავსსაც. მაგალითად, მამაკაცის ხარისხიანი და ორიგინალური სპორტული ჩანთა სპეციალური "მსუნთქავი" ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი. მისი დანიშნულებაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შენახვა ისე, რომ არ დანესტიანდეს. ვენტილაცია ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია სპორტული აქსესუარების წარმოებისას. სწორედ ამიტომ მამაკაცის სპორტული ჩანთები იკერება სპეციალური ქსოვილისაგან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ჩანთის ტევადობა, რამდენადაც აქსესუარმა უნდა დაიტიოს ჩასაცმელიც, ფეხსაცმელიც და სხვა ნივთებიც. ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე განყოფილება - 2-3 დიდი და თუნდაც ერთი მომცრო. მამაკაცის სპორტული ჩანთები უნდა გამოირჩეოდეს წარმომადგენლობითი იერსახითაც. წარსულს ჩაბარდა უფორმო, ტომრისებური აქსესუარი რამდენიმე კონტრასტული ხაზითა და სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ფირმების ლოგოტიპით. დღეს მამაკაცის სპორტული ჩანთა აქსესუარების ცალკე კასტაა, რომელიც უნდა შეარჩიოთ გულდასმით და ატაროთ სიფრთხილით. რაც არ უნდა იყოს, მამაკაცის სპორტული ჩანთები მრავალფეროვანია და არჩევანი დიდია. არსენალში უნდა გქონდეთ რამდენიმე ასეთი ჩანთა. მაგალითად, ერთი - დიდი, ერთი - საშუალო ზომის და მინიატურული - სპორტული წვრილმანებისთვის.Aარ უნდა იფიქროთ, რომ მამაკაცის სპორტული ჩანთა ქსოვილის ფაქტურითა და ფერით თქვენს ტანსაცმელს უნდა შეესაბამებოდეს. ასეთი იდეალური ანსამბლის მიღწევა არარეალურია! ასე რომ, კონცენტრირება მოახდინეთ უნივერსალური აქსესუარის არჩევაზე, ნეიტრალურ ფერზე, სასურველ ფორმასა და აუცილებელ ტევადობაზე.