EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ მოვატყუოთ სიცრუის დეტექტორი (პოლიგრაფი) »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 17:33:07

ტყუილის დეტექტორი, ანუ პოლიგრაფი - ადამიანური საკმაოდ ცნობილი გამოგონებაა. თუ ადრე რომელიმე თქვენგანს შეეძლო მასთან შეხება ჰქონოდა მხოლოდ ცუდ სიტუაციაში მოხვედრილს, გამომძიებლის კაბინეტში, დღეს უკვე ბევრი ფირმა სთავაზობს საკუთარ მომსახურებას დამსაქმებლებს, მეუღლეებს. ტელევიზიაშიც კი გაჩნდა ბევრი ტელეგადაცემა, სადაც თითქოს ტყუილის დეტექტორს იყენებდნენ სიმართლის გამოსარკვევად.
 
 ნებისმიერი პოლიგრაფოლოგი გეტყვით, რომ ტყუილის დეტექტორის შეცდომაში შეყვანა შეუძლებელია, მაგრამ ეს მითია, მოგონილი თავად პოლიგრაფოლოგების მიერ. პოლიგრაფის მუშაობის პრინციპი დამყარებულია იმაზე, რომ ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს კითხვებზე და ამ სხვაობას რეაქციებს შორის აფიქსირებს მოწყობილობა. დღესდღეობით ტყუილის დეტექტორის მუშაობის სიზუსტე არ შეადგენს 80%-ზე მეტს. 
 
 გაინტერესებთ დეტექტორის მოტყუების რა საშუალებები არსებობს?
 
ალკოჰოლი
 გამოცდის წინ სპირტული სასმელის დალევით, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ რეაქცია,რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობა დააფიქსირებს ცვლილებებს, რომლებებიც მოხდება თქვენს ორგანიზმში იმ კითხვაზე, როცა გამოიკეთება რეაქცია. შედეგები დამახინჯდება.
 
სამკურნალო საშუალებები
 მათი გამოყენებით შეიძლება მიიღოთ იგივე შედეგი, რაც პირველ საფეხურში. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გამოცდილმა პოლიგრაფოლოგმა შეიძლება მარტივად მიგიხვდეთ განზრახვას, იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი მოგივათ.
 
დაამატეთ საკუთარი ემოციები
 გამოცდის დროს აუცილებელია კონცენტრაცია მოახდინოთ რაღაც ყურადღების ძალიან გადამტანზე, შეეცადეთ თავში ამოხსნათ რთული მათემატიკური დავალებები ან გაიხსენოთ ისეთი რამ, რაც თქვენში გამოიწვევს ძლიერ ემოციებს. ეს ვარიანტი მოითხოვს დამატებით მომზადებას, რადგან საჭიროა მიეჩვიო ყურადღების გამახვილებას.
 
ყველაზე რთული მეთოდი
 შეეცადეთ გამოიწვიოთ საჭირო რეაქციები. ამის გაკეთება ძალიან ცოტას თუ შეუძლია. საკმაოდ რთულია ემოციების მექანიკურად აღძვრა.
 
ტკივილი
 თუ შეძლებთ უხერხული შეკითხვების დროს საკუთარი თავისათვის ტკივილის მიყენებას, მაშინ მიღებული შედეგები დამახინჯდება. მართალია, გამოცდილმა პოლიგრაფოლოგმა ამ შემთხვევაშიც შეიძლება გაშიფროს თქვენი ხრიკები.
 
 ტყუილის დეტექტორის მოტყუება ყველაზე კარგად გამოსდით პროფესიონალ მსახიობებსა და მატყუარებს, ვინაიდან ისინი თავად იწყებენ იმის დაჯერებას, რასაც ლაპარაკობენ, ხოლო პოლიგრაფი, შესაბამისად რეაგირებს მათ ემოციებზე.
 
 მთავარია - გჯეროდეთ იმისა, რომ ეს მოწყობილობა სუსტია, თქვენ კი ძლიერი და შეგიძლიათ მისი მოტყუება, მაშინ ეს მითი დაინგრევა. შეიძლება ამაში დაგეხმაროთ ის ფაქტი, რომ პოლიგრაფით მიღებული მონაცემები არ გამოიყენება ძირითად დამამტკიცებელ საბუთად გამოძიების დროს.