EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« მაგნიტური მზერა - სავარჯიშო მეორე »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-22 17:37:24

მაგნიტური მზერის გამომუშავების მეორე, ერთობ ეფექტური სავარჯიშო პირველის სახესხვაობას წარმოადგენს. შესასრულებლად ის გაცილებით რთულია, სამაგიეროდ, გასაოცარი შედეგის მოტანა შეუძლია.

დადექი სარკესთან, პრინციპში, შეგიძლია დაჯდე კიდეც, სარკეს გააჩნია. შავი ფანქრით, ან ფლომასტერით, ანდა მარკერით (რითაც გინდა, მთავარია მერე ადვილად ჩამოიბანო!) ცხვირის ძგიდეზე, თვალებს შორის, იქ, სადაც აღმოსავლური სწავლებებით ადამიანს „მესამე თვალი“ აქვს, დახატე პატარა (მაგალითად, 5-თეთრიანის ზომის) შავი რგოლი. პირველი და მეორე სავარჯიშო უმჯობესია დილით გააკეთო, რადგან ამ დროს თვალი უფრო დასვენებულია. ახლა შეეცადე ამ რგოლს თვალის დაუხამხამებლად უცქირო, რამდენ ხანსაც შესძლებ. მანძილი სარკემდე დაახლოებით 15-20 სმ-ს უნდა შეადგენდეს, თუმცა ამ მანძილის გაზრდაც შეიძლება და შემცირებაც იმ ზომამდე, რომ თავი (თვალი რომ ზედმეტად არ დაძაბო) კომფორტულად იგრძნო.

როგორც პირველი სავარჯიშოს შემთხვევაში აქაც დროის მონაკვეთს ნელ-ნელა ვზრდით. დღითიდღე, ორ დღეში ან სამ დღეში ერთხელ ვუმატებთ წუთს ან წუთებს. მთავარი პირობა: თვალი არ უნდა დაიღალოს. დაახლოებით 10 დღის ან ორი კვირის შემდეგ უკვე შეძლებ თვალის დაუხამხამებლად უცქირო ამ შავ წერტილს. რაც იმას ნიშნავს, რომ გამჭოლი მზერა გამოგიმუშავდა!

შენიშვნა პირველი: სავარჯიშოს დაწყებიდან რამოდენიმე დღეში შეგიძლია რგოლი აღარ დახატო და წარმოსახვით წერტილს უცქირო „მესამე თვალის ზონაში. ეს ძალიან ეფექტურია.

შენიშვნა მეორე: როცა იგრძნობ რომ თვალის დაუხამხამებლად 5-7 წუთს თავისუფლად ძლებ, მზერაში „ჩადე“ რაიმე გრძნობა.

რაკი საკუთარ თავს უყურებ, ალბად ჯობია, სიყვარული რომ „ჩადო“ და ზოგადად რომ ვთქვა სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს სამყაროში ასე რომ ასე აჯობებს. სხვა შემთხვევაში ადამიანები შენს გამოხედვაში ისეთ რამეს დაინახავენ ნდობას წამიერად დაკარგავ მათ თვალში.