EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« მეწარმე-სუბიექტად რეგისტრაცია »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 10:08:56

მეწარმე-სუბიექტად რეგისტრირება არის აუცილებელი პროცედურა ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) დასაწყებად. საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება მარტივ პროცედურებთანაა დაკავშირებული და ამისთვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. იმისათვის, რომ დაარეგისტრიროტ ბიზნესი, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ მეწარმე სუბიექტის ფორმა, რომელიც სხვადასხვაგვარია და ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი შინაარსით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით.

როგორ დავრეგისტრირდე მეწარმე-სუბიექტად?

მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია სავალდებულოა და მას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიღება შესაძლებელია სააგენტოს ვებ-გვერდიდანაც;

ამონაწერს საჯარო რეესტრიდან,ასევე როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან სხვა ნებისმიერ ელექტრონულად მიღებულ დოკუმენტს, გააჩნია სრული იურიდიული ძალა, მიუხედავად იმისა, რომ არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.