EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ მივაღწიოთ ხელფასის მომატებას »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-24 13:08:48

კოლეგები “ასს” გიწოდებენ? თქვენ ყოველთვის საქმიანი ხართ და აღმასრულებელი ხელმძღვანელი პირადად გიცნობთ, ოფისის საშობაო წვეულებაზე სახალხოდ გიხდით მადლობებს ამა თუ იმ ჭკვიანური ნაბიჯის გამო? მაგრამ, საკმარისი კი გააკეთეთ იმისათვის, რომ ხელფასი მოგიმატონ? ალბათ არა. გთავაზობთ რამოდენიმე საშუალებას საუკეთესო შედეგის მისაღწევად და თქვენი საჯამაგირო კუპიურების შეკვრის გასასქელებლად. 

1. ქვედა ხაზი

“თქვენ უნდა იცოდეთ რატომ ფიქრობთ, რომ იმსახურებთ ხელფასის მომატებას – ყოველი შემთხვევისთვის იმ თანხას, რასაც თქვენ ითხოვთ”, - ამბობს პროფესორი ბინა კანდოლა, სამსახურეობრივი ფსიქოლოგიის ფირმის “Pearn Kandola”-ს 

უფროსი პარტნიორი. მაშინ ჰკითხეთ თქვენს თავს, უღირხართ კი თქვენ უფროსს ამდენად. თუ ყოველივეს მისი თვალით აწონ-დაწონით, შესაძლოა უფრო დამარწმუნებელი “დარტყმა” განახორციელოთ.

2. ყოველთვის გააკეთეთ საშინაო დავალება

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ხელფასის ნორმები უნდა შეესაბამებოდეს სამუშაოს მნიშვნელობასა და თქვენს მუყაითობას, ამბობს ჯო ქაუსონი, მენეჯერთა ლიცენზირებული ინსტიტუტის მარკეტინგისა და კორპორატიული განყოფილების დირექტორი. ეს გულისხმობს თქვენი კომპანიის ფარგლებში თქვენი მოვალეობებისა და შესრულებული სამუშაოს შეფარდებას. ჯო ქაუსონის თქმნით, “სირცხვილი არ იქნება თუ ჰკითხავთ თქვენი ადამიანური რესურსების განყოფილებას ‘რამდენად ეფექტიანიაჩემ მიერ შესრულებული სამუშაო?’ ”

3. დაივიწყეთ სხვა

კითხვა ‘რამდენი აქვს ხელფასი ჩემს გვერდით მჯდომ ადამიანს?’ უადგილოა. ქაუსონის თქმით, “ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს ადამიანი თავს. თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოზე თქვენს კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.”

4. გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან

“ადამიანები ხშირად ურევენ მცდელობას მიღწევაში, როდესაც ეს ორი რამ ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავდება”, ამბობს პროფესორი კანდოლა. “თქვენ შესაძლოა მაქსიმალურს აკეთებდეთ, მაგრამ არ იქნეს მიღწეული მთავარი მიზანი, რაც წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. თქვენი ხელფასის მომატება მეტწილად სწორედ განვლილ ჩანაწერებზეა დამოკიდებული”.

5. გენერალური რეპეტიცია

გონებაში გაითამაშეთ საუბრის სცენა და მოიფიქრეთ, რა რეაქცია გექნებათ მენეჯერის პასუხებზე “დიახ”, “არა” ან “შესაძლოა”. ყვირილი და კარის შეტეხვა არ უნდა იყოს სცენარით გათვალისწინებული.

6. შეარჩიეთ მომენტი

ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მენეჯერის სტრესსის დონეები და სამუშაო დატვირთვა ან თქვენი მოთხოვნები მიიღება როგორც უდროო ყურადღების მიქცევა. პროფესორი კანდოლას თქმით, თუ თქვენი კომპანია შეფასებით სისტემას იყენებს, დროა განასხვაოთ ხელფასი და სარგებელი.

7. შეარჩიეთ ტონი

ნუ ემუდარებით, იტირებთ ან იქნებით ზედმეტად აგრესიული თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ “გადაიხადეთ-თორემ-წავალ” სტილის ულტიმატუმები. “ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენს მენეჯერზე მსგავსი შანტაჟით იმოქმედებთ”, - ამბობს პროფესორი კანდოლა.

8. იყავით გულწრფელი

პროფესიონალური მომსახურების ფირმის “Real estate at Ernst & Young”-ის ხელმძღვანელს, დინ ჰოდცროფტს, უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც ზუსტად აყალიბებენ სათქმელს და პირნათლად ასრულებენ სამუშაოს. “გულახდილი და წრფელი საუბარი, ასეთი სახის მიდგომა უფრო მიბიძგებს გულთბილობისა და გონიერებისკენ”, ამბობს ის.

9. შეცვალეთ ნეგატიური პოზიტიურით

“თუ ხელფასის მომატება მოთხოვნაა, მაშინ ეს უნდა იყოს წარმოდგენილი ძალიან გარკვევით, თუმცა ხალხს ალტერნატივაც სჭირდება,” – ამბობს ჰოდკროფტი. იფიქრეთ სხვა სარგებელზე, რაც შესაძლოა ფირმამ გამონახოს, ისეთი, როგორიცაა დასვენება ან მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

10. გაამხნევეთ თავი

შესაძლებელია “თავიდან მოშორების” პრობლემის გადალახვა, ამბობს ჰოდკროფტი. მოითხოვეთ, რომ მოგცენ რაიმე დავალება, რითიც დაკავდებოდით ან ახალი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ საშუალება მოგეცეთ დაამტკიცოთ, რომ იმსახურებთ თქვენს მიერ მოთხოვნილ ხელფასის მომატებას ან, თუნდაც, რაიმე სახის წახალისებას. “მე მოხარული ვიქნებოდი, თუ ჩემი ქვეშევრდომები ამას ხშირად შეეხებოდნენ,” ამბობს ჰოდკროფტი. “ათიდან რვა შემთხვევაში მე ვაკეთებ ამას”.

შემდეგი ნაბიჯები

შეხედეთ უფრო დიდ სურათს

თქვენ შესაძლოა აღნიშნოთ თავი, როგორც მართვის მასალა, და გააანალიზოთ როგორ იმოქმედებდა თქვენი ხელფასის მატება ფართო ბიზნესზე, ჰოდკროფტის მიხედვით. “ჩემი აზრით, ბიზნესის მოთხოვნათა გაანალიზება ძალიან საინტერესო საკითხია. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც გეგმაში აქვს უფრო მეტი და უკეთესი რამ გააკეთონ,” ამბობს ის.


არ გაჭრა?
ჯამაგირი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს მუშაკის კმაყოფილებაზე, ასე რომ შესაძლებელია, რომ თქვენ ყურადღება არ მიაქციოთ ამ მცირეოდენ უიღბლობას, დაისახეთ მიზნები და ისევ სცადეთ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაჯდეთ და აიტანოთ ეს, მაშინ მოიფიქრეთ... "როგორ იშოვოთ ახალი სამსახური"