EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« იკებანა ყვავილების არანჟირება »

კატეგორია: ხეები-მცენარეები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-25 19:32:30

ხელოვნების ეს სახეობა ინდური წარმოშობისაა და იაპონიაში ჩინეთიდან, ბუდიზმთან ერთად შეაღწია. იაპონიაში იკებანას კულტურა ფართოდ გავრცელდა და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში საპატიო ადგილიც მოიპოვა. 
 
 
სწორედ იაპონიაში და არა ინდოეთსა და ჩინეთში, იკებანა ბუდასადმი მიძღვნილი სიმბოლური რიტუალური წეს-ჩვეულებიდან ხელოვნების განსაკუთრებულ სახეობად იქცა, რომელმაც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო მოიცვა.
 
სისადავე, როგორც ორიგინალობის ნიშანი და ერთეული, როგორც მთელის შემადგენელი ნაწილი - აი, ეს გახლავთ იკებანას შემქმნელ ხელოვანთა კრედო. ამ მხრივ მათი შემოქმედება წააგავს ჰაიკუს - იაპონურ ლექსთაწყობას და ჰაიკუსთვის დამახასიათებელი სიღრმითა და სრულყოფილებით გამოირჩევა.
 
თანამედროვე იაპონიაში იკებანას ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სფეროა და აღიქმება, როგორც ეროვნული თავისებურება და როგორც მსოფლიოში აღიარებული დახვეწილი მხატვრული გემოვნების სიმბოლო.
უნდა აღინიშნოს, რომ იაპონელებს ნებისმიერი საქმე სრულყოფილებამდე მიჰყავთ, მათთვის მიუღებელია დილეტანტიზმი და ყოველი მათგანი თავისი დარგის პროფესიონალია.
 
უცხოელები იკებანას ხელოვნებას მსუბუქ და იოლ საქმედ აღიქვამენ, რასაც სამწუხაროდ, ძალზე ხშირად იაპონიის საზღვრებს გარეთ ფსევდოხელოვნებამდე მივყავართ.
 
დასავლეთში იკებანას მოცალეობის ჟამს სასიამოვნო გასართობად მიიჩნევენ, იაპონიაში კი იგი სერიოზული შემეცნების საგანი და ხანგრძლივი, შრომატევადი სწავლების ობიექტია. რიტუალის სიწმინდის აღქმა - არა მარტო ეროვნული კულტურული ტრადიციის უცილობელი ელემენტია, არამედ სამყაროს სრულყოფილების მოდელი.
 
 
მცენარეული მასალის - ტოტების, ყვავილებისა და ბალახის არანჟირება იკებანაში მკაცრად არის დაცული. მისი სტილური თავისებურება განსაკუთრებით მკვეთრად აისახება ძირითადი კონსტრუქციული საფუძვლის - ”ტოტების” შეხამებაში. უმთავრესად ეს გახლავთ სამი ელემენტი, თუმცა გვხვდება სხვაც - ორიდან ცხრამდე.
 
იკებანას სტილის თავისებურება აისახება გეომეტრიულ ფიგურებშიც, რომლებსაც იგი წარმოქმნის.
იკებანას სტრუქტურა განსაზღვრავს მის სტილს, სკოლასა და კომპოზიციის ფორმას. იკებანას ხელოვნების ისტორია იწყება დიდებული სადღესასწაულო სტილის შექმნით, რომელსაც ”რიკას” უწოდებენ.
 
”ნაგეირეს” სტილი ეფუძნება მცენარეების დაკომპლექტების უმარტივეს პრინციპს, როდესაც მათ, თითქოს სახელდახელოდ ათავსებენ ლარნაკში. მაგრამ სწორედ ამ მოჩვენებით ბუნებრიობასა და სისადავეშია ჩადებული იკებანას ”ნაგეირეს” მხატვრული სახის შექმნის სირთულე.
 
 
სტილი ”სეიკა” პრინციპულად განსხვავდება ”ნაგეირეს” სტილისგან იმით, რომ ამ შემთხვევაში ჭურჭელი (ლარნაკი) კი არ ასრულებს ძლიერი ღეროს როლს, არამედ განასახიერებს დედამიწის სასიცოცხლო ძალებს. ”სეიკას” სტილში ”სინათლის გარემო” მუდამ მოთავსებულია კომპოზიციის უკან, მარჯვენა ან მარცხენა კუთხეში. 
 
ეს გარემოება განაპირობებს სამი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტის განლაგებას: ყოველი მათგანი მიმართულია სინათლის წყაროსკენ, ისევე, როგორც ეს ბუნებაშია.
 
”მორიბანას” სტილისთვის დამახასიათებელია მცენარეთა ისეთი განლაგება, რომლის დროსაც ისინი არ ეხებიან ჭურჭლის ნაპირს და უშუალოდ წყალზე არიან დამაგრებული. ამ შემთხვევაში ჭურჭელი მცენარეთა ფესვების როლს ასრულებს და არა ღეროსი და ტანისა, როგორც ეს ნიშანდობლივია ”ნაგეირეს” და ”სეიკას” სტილისთვის. 
 
ასეთი ჭურჭელი-ფესვი შესაძლებლობას იძლევა, მასში მოთავსდეს საკმაოდ მაღალი მცენარე, რომელიც, ერთი შეხედვით, სადაცაა გადაიზნიქება, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია - იგი მყარად დგას. ”მორიბანას” სტილის შესაქმნელად იყენებენ კენძანს - მძიმე მეტალის სადგარს აქეთ-იქით ამოჩრილი ნემსებით, რომელთა შორისაც მაგრდება ტოტი, მსხვილი ფოთლები და ღეროები.
 
შუა საუკუნეების ტექსტი საშუალებას გვაძლევს, იკებანა ”წავიკითხოთ” და შევიცნოთ ღრმა ფილოსოფიურ-რელიგიურ დონეზე. წარმოვიდგინოთ იგი, როგორც იდეალური სამყაროს სახე და რამდენიმე სიმბოლოს გაერთიანება, რომელსაც ზნეობრივი დატვირთვა აქვს: იგი შესაძლოა იყოს ნაზი, მოსიყვარულე, მეგობრული გზავნილი და თავისი უჩვეულო სილამაზით ჩვენი აღფრთოვანება გამოიწვიოს.