EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ვესტ ჰაილანდური თეთრი ტერიერი »

კატეგორია: ცხოველები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-27 01:09:06

ვესტ ჰაილანდური თეთრი ტერიერი (ინგლ West Highland White Terriers), საზოგადოდ ცნობილი როგორც ვესტი,(ინგლ Westie ) არის ძაღლის ჯიში, გამორჩეული თავისი თეთრი ბეწვით. ამ ძაღლის გამოსახულებიანი ლოგო გამოყენებულია შოტლანდიური ვისკის თეთრი და შავის რეკლამაში და ასევე ფართოდ გავრცელებული ძაღლების საჭმლის ცეზარის ლოგოდ.

გარეგნობა

თეთრ ტერიერს აქვს შავი ლამაზი თვალები, რომელიც ღმად და ფართოდ არის ჩასმული თავის ქალაში. ყურები აქვთ პატარა მოცულობის, დაცქვეტილი და ვერტიკალური.

მამრის წონა საშუალოდ 7-იდან 10 კილოგრამამდე მერყეობს, მდედრებში კი 6-იდან 8 კილოგრამის ფარგლებში. მათი სიმაღლე არის საშუალოდ 28 საინტემტრი. როგორც კენელ კლუბი აცხადებს, წმინდა სისხლის თეთრ ტერიერს აქვს "სტაფილოსებრი ფორმის" კუდი რომელიც არ იდრიკება. კუდი უნდა იყოს დაახლოებით 12-დან 15 სანტიმეტრამდე.

ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ ღრმა და განიერი მკერდი, მკვრივი კიდურები და დიდი თავის ქალა, ფაქტიურად მათი ყბა არის მაკრატლისებრი. დაბლა ყბა იხურება მაღლა ყბით, წინა კბილების გადახურვით და მაღლითი საკბეჩი კბილები იხურება დაბლითა საკბეჩი კბილების გადახურვით). კბილები ტანთან შეფარდებით დიდი ზომის აქვთ. ვესტის აქვთ კარგად ჩამოყალიბებული მკვრივი ძვლური აღნაგობა.

მათ აქვთ ფუმფულა შიდა ბეწვი და გარეთა უხეში ბეწვი რომელიც დაახლოებით 5 სანტიმეტრია და საჭიროებს განუწყვეტლივ ვარცხნას.