EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« კანე კორსო »

კატეგორია: ცხოველები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-27 01:22:21

კანე კორსო — უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. მას იყენებდნენ დიდ ცხოველებზე სანადიროდ, სასახლეების და ეკლესია მონასტრების დასაცავად, პირად მცველებად და ბრძოლებში. ეს ჯიში სამოცდაათიანი წლების ბოლოს გადაშენების პირას იყო, მაგრამ იტალიელი მეცნიერის ჯოვანი ბონატის ძალისხმევით გადარჩა. დღეს მას მრავალი ქვეყნის ძაღთსაშენებში ამრავლებენ.

კანე კორსოს აქვს მსხვილი ძვლები და კარგად განვითარებული მუსკულატურა. აქვს განიერი თავი სამკუთხედი ჩამოკიდებული ყურები, ყურებს და კუდს ხშირ შემთხვევაში უკეთებენ კუპირებას. შეფერილობა შავი, რუხი, ალიფერი და ვეფხვისფერი.

კანე კორსო არის პატრონის და მისი ოჯახის ერთგული ძაღლი. გაწონასწორებული ფსიქიკით და ადვილად იწვრთნება. არის უაღრესად მამაცი და არასდროს არ იხევს უკან. საფრთხის დროს ყოველთვის იღებს სწრაფ და სწორ გადაწვეტილებას. თუ ძაღლი გყავთ კორპუსის ბინაში მას ჭირდება ხშირი ფიზიკური დატვირთვა.

კანე კორსო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში. იგი იმდენად გონიერი ძაღლია რომ თავისუფლად შეუძლია ძიძის მაგივრობა გაუწიოს ბავშვს.