EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« როგორ შევწვათ კარტოფილი სწორად »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-28 16:42:08

შეუძლებელია, ვინმეს შებრაწული კარტოფილი არ უყვარდეს. იმისათვის, რომ ეს ყველასათვის საყვარელი კერძი უფრო მადისაღმძვრელი იყოს, საჭიროა, სწორად შევწვათ ის. 
იდეალურად შემწვარი კარტოფილის 7 საიდუმლო

1. კარტოფილის შეწვა უმჯობესია თუჯის ან ფოლადის ღრმა, სქელძირიან ტაფაში. 

2. შესაწვავად კარტოფილს სხვადასხვა მეთოდით ჭრიან: წვრილად, მსხვილად, ბურთულებად და ოვალურად. 

3. შესაწვავად უმჯობესია, გამოვიყენოთ კარტოფილი სახამებლის მინიმალური შემცველობით. ამისათვის გაფცქვნილ და დაჭრილ კარტოფილს უნდა დაასხათ წყალი და გააჩეროთ 30 წუთით. შემდეგ წყალი გადაასხით და კარტოფილი შეაშრეთ, რომ ტაფაზე დაყრისას ზეთი არ ამოიშხეფოს. 

4. კარტოფილის შეწვა შეგიძლიათ სალაში, ერბოში, ზეთში ან სხვადასხვა ცხიმის ნარევში. თუმცა სწორი კვებისთვის უმჯობესია, მცენარეული ზეთი გამოიყენოთ. ცხიმის რაოდენობა კარტოფილის რაოდენობით განისაზღვრება. 

5. შეწვის დროს მნიშვნელოვანია, რომ ზეთი საკმარისად ცხელი იყოს. არ შეიძლება კარტოფილის ჩაყრა ცივ ცხიმში, არც დამწვარში. გამონაკლისია, თუ კარტოფილს ღუმელში წვავთ; ამ შემთხვევაში მთავარია, ღუმელი იყოს ცხელი. 

6. სჯობს კარტოფილი ერთ ფენად შეწვათ. შეწვის დრო დაჭრის მეთოდზეა დამოკიდებული. 

7. შეგიძლიათ შეწვათ წინასწარ მოხარშული კარტოფილიც. 

კარტოფილის ბლითები ყველით

საჭირო მასალა:

კარტოფილი – 500 გრ
იმერული მყარი ყველი – 100 გრ
კვერცხი – 2 ცალი
საფანელი – საჭიროებისამებრ
მანანის ბურღული – 50 გრ
მცენარეული ზეთი – 100 გრ
მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

გაფცქვენით კარტოფილი, მოხარშეთ მარილიან წყალში, გააცივეთ. გაცივებული კარტოფილი და ყველი გახეხეთ სახეხზე. ერთმანეთში კარგად აურიეთ გახეხილი კარტოფილი, ყველი, კვერცხი, მანანის ბურღული და მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიეცით პატარ-პატარა ბლითების ფორმები. ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.