EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« შესაბმელი ძაღლები / hasky »

კატეგორია: ცხოველები

ავტორი: admin

თარიღი: 2013-05-31 15:03:32

მარხილის ძაღლები — მუშა ძაღლები, რომლებსაც, მარხილში შებმულებს, თოვლსა თუ ყინულზე ტრანსპორტირებისას იყენებენ.

მარხილის ძაღლები ყველა შინაურ ძაღლზე მეტად ჰგვანან თავიანთ წინაპარ რუხ მგელს. ადრე არქტიკის რეგიონში მოსახლეობა მათი საშუალებით ახორციელებდა მიმოსვლას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დღესდღეობით ეს ძაღლები ხშირად უფრო საიმედონი არიან [საჭიროებს წყაროს მითითებას], ვიდრე თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები.

ხროვის ორგანიზაცია

მარხილის ძაღლები ხშირად მუშაობენ საშინლად ცივ გარემოსა და რთულ ლანდშაფტში და, როგორც წესი, ხროვის ძლიერ ინსტინქტებსაც ინარჩნუბენ. მათი ჯგუფის აშკარა იერარქიული წყობა ძალზე ჰგავს მგლის ხროვის იერარქიას. მემარხილეც სწორედ ამ წესებს ითვალისწინებს ძაღლების სამართავად; წინ დგას მეთაური – ჯგუფის დომინანტი. ძაღლებს ასეთი ორგანიზება სჭირდებათ არა მხოლოდ შეთანხმებული მუშაობის, არამედ საერთო უსაფრთხოებისთვისაც. დანარჩენი ძაღლები ხროვის მეთაურს მიჰყვებიან და მისი გამოცდილების წყალობით თავიდან იცილებენ მოსალოდნელ განსაცდელსა და დაბრკოლებებს