EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« პიცა / pizza »

კატეგორია: გურმანი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-07 15:55:11

მასალა 4 ულუფისთვის

ცომისთვის:

  • 300 გ. ფქვილი
  • 15 გ. საფუარი
  • 250 მლ. თბილი წყალი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მოსაყრელად:

  • 250 გ. პამიდვრის სოუსი
  • 100 გ. სალამი
  • 100 გ. მოცარელა
  • 2 ცალი ტკბილი წიწაკა
  • 2 ცალი ქამა სოკო
  • 1/2 ჩ.კ. ხმელი ორეგანო

 

შესაბამისი ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი, შეფუთეთ და ამოსასვლელად დადგით თბილ ადგილას. ამოსული ცომი ოდნავ ზეთიანი ხელით ისევ ჩაზილეთ და კვლავ შეფუთეთ. შემდეგ ამოფუებული ცომი დააგუნდავეთ. ოთხივე გუნდა იმის შესაბამისად გააბრტყელეთ, თუ როგორი ფორმის პიცას აცხობთ – მრგვალს თუ მართკუთხედს.
ცალკე დაჭერით სოკო და ტკბილი წიწაკა. გაბრტყელებული ცომი სახლის პირობებში გადაიტანეთ ოდნავ ზეთმოსხმულ საცხობ ფირფიტაზე და გადაუსვით პამიდვრის საწებელი; ზემოდან თანაბრად მოაყარეთ გახეხილი ყველი; შემდეგ დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი სალამი; ბოლო ფენად მოაყარეთ დაჭრილი წიწაკა, სოკო და იტალიური სუნელი – ორეგანო; ოდნავ მოაპკურეთ ზეითუნის ზეთი და შედგით 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით გამოსაცხობად.

პიცა მრავალნაირი არსებობს, მაგრამ ცომი ძირითადად ერთნაირად მზადდება. პამიდორი და ყველი კი თითქმის ყველა სახეობის პიცის ინგრედიენტებშია. პიცა სხვა ინგრედიენტებით, საკუთარი ფანტაზიითაც შეგიძლიათ რომ მოამზადოთ. იხილეთ შემდეგი რეცეპტებიც: