EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი

GURAM123




« გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ბ) »

კატეგორია: გვართა გენეალოგიური ნუსხა

ავტორი: admin

თარიღი: 2013-06-09 14:20:45

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ბ)

გვარ-სახელთა გენეალოგიური ნუსხა-ქართული გვარების ისტორია-Georgian Genealogy (ბ)

| | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | | |

 

ბაადურაშვილი (1721 წ.), ბაადურ (სპ.) „გოლიათი“, „მამაცი“, „რაინდი. სიტყვა წარმოშობით მონღოლურია. თურქულმა ბაჰადურმა ქართულში მოგვცა ბაადურ (აქედანაა ნაწარმოები გვარი ბაადურაშვილი, ბადურაშვილი) და ბაღათურ (შედრ. ბაღათურია). პირველი ფორმისაგან უნდა იყოს მიღებული სახელი ბადურიც, მეორისგან - ბაღათურია (გვაქვს გვარი ბაღათრიშვილი). ამავე ძირისგან მომდინარეობს ოსური ბაყათარ (შეადარეთ რუსული „Богатыръ’’ )

 

ბაბაშვილი, (1721 წ), საკ.სახ. ბაბა. აჭარული დიალექტით ბაბა,მამაა, იმერხეული ბაბა, იგივე მამაა. შდრ. (თურქ.) ბაბა /მამა.

ბაბა - ლაგაშელთა ნაყოფიერების  ქალღმერთი, ნინგურსუს ცოლი შუმერულ მითოლოგიაში. ტაძარი ლაგაშში ჰქონდა. არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართული ქალღმერთი ბაბალე, ბარბალეს უძველესი სახეა.

 

ბაბადიში - თავადი ბაბადიშიშვილი, ბაგრატიონთა შთამომავლობა ერეკლე პირველის ძის იმამ ყული ხანისაგან (იმამ ყული ხანი მეფე დავით მე-2).

 

ბაბაჯანაშვილი (1721 წ.), სავარაუდოდ საკუთარი სახელი ბაბაჯანა, ან რთული შედგენილი სახელისგან ბაბა + ჯანა.

 

ბაბურაშვილი  (1843 წ.) საკუთარი სახელი ბაბურ-ი, ბაბურა გვარებში: ბაბურაშვილი, ბაბურაული.

 

ბაგრატაშვილი // ბაგრატიშვილი //ციციშვილი (1721 წ.), ბაგრატ ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია, ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელ ბაგრატ დიდისაგან მოყოლებული, ერქვა რამოდენიმე მეფეს. ბაგრატ - სომეხ მეფეთა საგვარეულო სახელიც იყო... წარმოშობით ამ სახელს უკავშირებენ ძვ. სპარსულს: ბაგადატა - „ღვთის ბოძებული“, „ღვთის წყალობა“  (ასეთი შინაარსის საკუთარი სახელები ხშირად გვხვდება სხვადასხვა ენაში: მაგალითად: ბერძნული თეოდორე, „ღვთის საჩუქარი“, დოროთ „საჩუქარი ღვთისა“, სლავური ბოგდან, თურქული ალაჰვერი, სომხური ასტვაწატური, სპარსული ხოდედან „ღვთის ბოძებული“.  ბაგრატაშვილები იყვნენ ყმა გლეხები, ბაგრატიშვილი კი აზნაურები (თეთრი წყარო, კოდა).

ბენედიქტე (ლათინური) " კურთხეული ", " დალოცვილი "  ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ სინა-რაითელ მამას, წმინდა მოწამეს (VI ს.). გვიანდელი პარალელური ფორმაა ვენედიქტე. შემოკლებული ფორმებია: ბენე, ბენა. ამ უკანასკნელისაგან ჩანს მიღებული ბენაშვილის გვარი.

3


4



6


7


8


9


10


11


12


13


14


15


16


17


18


19.1

19


20


21


22


23


24


25


26


27


28


29


30


31


32


33


34


35


36


37


38


39


40


41


42


43


44


45


46


47


48


49


50


51


52


53